“ნობელის პრემიის” კომიტეტის განცხადება – სემუელ ბეკეტის დაჯილდოებისას…
ერთ-ერთი საუკეთესო ირლანდიელი მწერლისა და “აბსურდის თეატრის” თანადამფუძნებლის (ეჟენ იონესკოსთან ერთად) - სემუელ ბეკეტის (1906-1989 წლები),”ნობელის პრემიის” ლიტერატურის დარგში დაჯილდოებისას 1969 წელს,მაშინ როდესაც მისთვის ჯილდო უნდა გადაეცათ,”ნობელის პრემიის” კომიტეტმა,რომელმაც სემუელს მიანიჭა აღნიშნული უდიდესი ჯილდო,გაავრცელა განცხადება სემუელ ბეკეტისა და მისი შემოქმედების შესახებ,რომელშიც ეწერა:
“სემუელ ბეკეტი დაჯილდოებულ იქნა ესოდენ დიდი პრემიით ნოვატორული ნაწარმოებების დაწერისათვის პროზასა და დრამატურგიაში,რომლებშიც თანამედროვე ადამიანების ტრაგიზმი,მათივე ტრიუმფის მიზეზად იქცევა.საემუელ ბეკეტის ღრმა პესიმიზმი,თავითავში შეიცავს ისეთ სიყვარულს კაცობრიობის მიმართ,რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს მკითხველი.როდესაც მის ნაწარმოებებში სასოწარკვეთილება გვეჩვენება უსაზღვრო,ვგებულობთ,რომ თანაგრძნობაც ისეთივე უსაზღვროა ადამიანებისა,როგორიც სასოწარკვეთილება.სემუელ ბეკეტი მისი ბრწყინვალე შემოქმედებისათვის ღირსეული ლაურეატი ხდება “ნობელის ლიტერატურული პრემიისათვის”. (ავტორი გენია.ჯი)