დიოგენე სინოპელი – „ეპიზოდი”
კითხვაზე – „რა მოგცათ, ღატაკს, უშვილძირო მაწანწალას, ასე ნაქებმა ფილოსოფიამო”, – თავისი ექსტრავაგანტული და პროვოკაციული საჯარო გამოსვლებით ცნობილმა გენიალურმა ძველ ბერძენმა ფილოსოფოსმა - დიოგენე სინოპელმა (ძვ.წ.აღ-ით 412-323 წლები) ასეთი პასუხი გასცა: „ – ყოველ შემთხვევაში, შემამზადა ბედის ყოველგვარი ცვალებადობისთვისო”. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც რომ შეამზადა… გემი, რომლითაც დიოგენე კუნძულ ეგინაზე მიემგზავრებოდა, მეკობრეებმა აიყვანეს აბორდაჟზე, რის გამოც, მონად ქცეული კუნძულ კრეტაზე განთავსებულ მონათა ბაზრობაზე აღმოჩნდა, როგოც „გასაყიდი საქონელი”. მონად ქცეულმა „შეშლილმა სოკრატემ” (ასე მოიხსენიებდნენ მაშინ დიოგენეს) მონობაში სრული ცივსისხლიანობა გამოავლინა და მოითხოვა, ისევე მოქცეოდნენ მას, როგორც მათ სურდათ მოქცეოდა თვითონ. მონათა ბაზარზე გასაყიდად გაყვანილს ერთ-ერთმა მუშტარმა ჰკითხა, რის გაკეთება შეგიძლია ყველაზე უკეთო, რაზეც კასრში მობინადრე სინოპელმა თამამად უპასუხა – „ყველაზე უკეთ, კარგი ადამიანების გაკეთება შემიძლიაო”. ერთ დღეს, მონათა ბაზრობაზე გაყვანილმა ერთი მდიდარი მოქალაქისაკენ გაიშვირა თითი და მონათმფლობელს შემდეგი სიტყვით მიმართა: „მას პატრონი სჭირდება, მიჰყიდე მას ჩემი თავი”. მდიდარმა მოქალაქემ დიოგენე მართლაც იყიდა. იყიდა და, ასე უკვდავყო კიდეც ისტორიაში ვიღაც კორინთოელმა მოქალაქე – ქსენიადემ თავისი სახელი სამარადჟამოდ. ქსენიადე დიოგენეს მსგავსად, ფილოსოფიის მოყვარული ადამიანი აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში, იგი მისდა უნებურად, თავისი მონის მოსწავლედ იქცა. იღებდა მისგან მრავალ სიბრძნისეულ შეგონებას, რის გამოც ქსენიადემ სინოპელს – „მის სახლში დაბინავებული კეთილი გენიოსი” უწოდა. დიოგენე, მარტო მეგობრად ქცეული თავისი პატრონის შეგონებებით კი არ იყო დაკავებული, არამედ მის ვაჟებსა ღზრდიდა. და ზრდიდა სრული სპარტანული წესითა და რიგით. მოგვაინებით, ქსენიადემ დიოგენეს სრულიად უანგაროდ უბოძა თავისუფლება. – (ავტორი გენია.ჯი)