ფრიდრიხ ნიცშე – „ეპიზოდი”
პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, თავის ნაციონალისტურ მისწრაფებებს, მტაცებლურ ტერიტორიალურ და მიზანთროპულ საგარეო პოლიტიკას გერმანიის ხელისუფლება ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსის – ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს (1844-1900 წლები) სახელით ამართლებდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, მისი სახელი გერმანულ ნაციონალიზმთან იმდენად იქნა გაიგივებული, რომ მის შესახებ ერთ-ერთმა გავლენიანმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა – ლორდმა კრამერმა ასეთი რამაც კი განაცხადა: „ერთ-ერთი მიზეზი, რამაც იძულებული გაგვხადა მონაწილეობა მიგვეღო ომში, მდგომარეობს იმაში, რომ ვალდებულნი ვართ დავიცვათ კაცობრიობა, პროგრესი და კულტურა, რათა ისინი არ გახდნენ მსხვერპლი ნიცშეს ფილოსოფიისა”. სინამდვილეში, ნიცშეს სრულიადაც არ იზიდავდა გერმანული ნაციონალიზმი. ის კი არადა, ნაციონალისტური შეხედულებების მქონე ადამიანებთან სიახლოვის გამო მან ერთხელ რიხარდ ვაგნერი ამ სიტყვით გაკიცხა: „საწყალი ვაგნერი! სად მოხვდა! რა წრეში! უმჯობესი იყო ღორებთან მოხვედრილიყო. და არა გერმანელ ნაციონალისტებთან”… ფრიდრიხი გერმანიის მხრიდან ევროპაზე განხორციელებული ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ გამოდიოდა და ცდილობდა, როგორმე ლაგამი ამოედო ომის მოსურნე იმ „ცხელი თავებისთვის”, რომლებითაც მრავლად იყო ქვეყნის ხელისუფლება დაკომპლექტებული, და მათი მოთავე გერმანიის კაიზერის – ვილჰელმ მეორის პროვოკაციული ქმედებებისთვის. ნიცშეს ბიოგრაფები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მისი გერმანულ ნაციონალიზმთან გაიგივება გამოწვეული იყო ერთადერთი გარემოებით: „ისინი არ იცნობდნენ – ნამდვილ ნიცშეს!” იმ ნიცშეს, რომელმაც საოცრად შეურაცხყო თავისი ერი, როდესაც „გერმანული სულის ქვეყნად მოვლინება გაღიზიანებულ ნაწლავთან დააკავშირა (ალბათ მიხვდით, რასაც გულისხმობდა იგი). – (ავტორი გენია.ჯი)