იოსიპ ბროზ ტიტო – „ეპიზოდი”
იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის რიგით მეოთხე პრეზიდენტი, ოდიოზური თვისებებით გამორჩეული ინტელექტუალი, პროფესიით ზეინკალი – იოსიპ ბროზ ტიტო (1892-1980 წლები), კომუნისტური ქვეყნის პირველი ლიდერი იყო, რომელიც ინგლისში ოფიციალური ვიზიტის მიმდინარეობის ფარგლებში (1953 წელი) გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა – ელისაბედ მეორემ მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) ტიტოს იშვიათმა მანერებმა, როიალზე დაკვრის შესანიშნავმა ხელოვნებამ, შესაშურმა ინტელექტმა და ადამიანებთან მიმართებაში კომუნიკაციის გამოვლინების იშვიათმა უნარმა აღფრთოვანებაში მოიყვანა ელისაბედი. აღფრთოვანებულს კი, ვიზიტის დასრულებისთანავე ქვეშევრდომებისათვის მრავლისმეტყველად უთქვამს – „თუკი ეს ადამიანი – ზეინკალია, მაშინ მე არ ვყოფილვარ გაერთიანებული სამეფოს დედოფალიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ელისაბედ II და იოსიპ ბროზ ტიტო