ჰომეროსი – „ეპიზოდი”

ლეგენდად ქცეული ძველ ბერძენი პოეტის – ჰომეროსის (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები) უკვდავ ქმნილებებს – „ილიადა”-ს და „ოდისეა”-ს ერთობ საინტერესო ბედი ხვდათ წილად. (ავტორი გენია.ჯი) ზეპირსიტყვიერ გადმოცემებს თუ არ ვიგულისხმებთ, პოეზიის ბრმა ტიტანის ორივე პოემა თავდაპირველად სპარტის მეფის – ეუნომეს უმცროსი ვაჟის, სპარტის გენიალური კანონმდებლის – ლიკურგეს სახელს დაუკავშირდა. იმ პერიოდში ლიკურგეს ბრალი დასდეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რის გამოც თავადვე ჩათვალა საჭიროდ ნებაყოფლობით დევნილობაში წასულიყო. მცირე აზიურ ქალაქებში მოგზაურობის ჟამს იგი პირველად გაეცნო ჰომეროსის შემოქმედებას და იმთავითვე მაღალი შეფასება მისცა მას. სწორედ ლიკურგე იყო ის პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ბერძენი პოეტის პოემების ფრაგმენტების მოძიება და ერთად შეკრება დაიწყო. გარდა ამისა, ისინი ლიკურგემ კალიგრაფებს არა მხოლოდ გადააწერინა, არამედ პოემების სხვადასხვა ბერძნულ ქალაქებში გავრცელებასაც მიჰყო ხელი. ლიკურგეს უშუალო ძალისხმევის შედეგად ჰომეროსი ბერძენი ხალხის სათაყვანებელ პოეტად და დიდ ავტორიტეტად იქცა. ათენის ტირანი – პისისტრატე, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ათენის კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ქცევა, თავად ჩაუდგა სათავეში იმ სპეციალურ კომისიას, რომელსაც რედაქტირება უნდა გაეწია ჰომეროსის პოემებზე. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სწორედ პისისტრატეს მიერ შექმნილი კომისიის რედაქტირებული ტექსტები მიიჩნევა დღემდე ჰომეროსის ქმნილებების კლასიკურ ვარიანტად. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>