ბარუხ სპინოზა – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ნიდერლანდელი ფილოსოფოს-რაციონალისტის - ბარუხ (ბენედიქტ) დე სპინოზას (1632-1677 წლები), თავისი შრომატევადი საქმის გარდა სხვა გასართობი თითქმის არ ჰქონია. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა-კი, „ახალი დროის” ერთ-ერთ უდიდეს ერუდიტს, ერთი უცნაური სისუსტე და ასე რომ ვთქვათ, ორიგინალური გასართობი მაინც გააჩნდა. სპინოზას ადრეული ბიოგრაფის ცნობით, ფილოსოფოსი დაკავებული იყო ობობებისა და ბუზების დაჭერითა და შეგროვებით, რომელთა შორისაც შემდგომ ბრძოლებს აწყობდა. ამ უჩვეულო სანახაობას თვითკმაყოფილი სწავლული გამადიდებელი შუშის საშუალებით აკვირდებოდა. ყოველი ბრძოლის დასრულებისთანავე, სპინოზას, რატომღაც, ჩვევად ჰქონია – ხმამაღალი, მრავლისმეტყველი სიცილი. მეგობრისადმი მიწერილ წერილში ბარუხი წერდა: „ადამიანს ცხოველებში აღაფრთოვანებს ისეთი თვისებების აღმოჩენა, რომლებიც თავად მასში, სიძულვილსა და ზიზღს იწვევენ”. – (ავტორი გენია.ჯი)