ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ „ანა კარენინას” გენიალური ავტორი – ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები) ხორცს არ ჭამდა. ტოლსტოების ოჯახში მომზადებული თითოეული კერძი ბოსტნეული, მცენარეული წარმომავლობისა იყო. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ლიტერატორის სახლში დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ რძესა და კვერცხს. თავად მწერალი არასოდეს აქცევდა ყურადღებას, თუ რა ოდენობის საკვებით უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამიტომაც იყო, რომ ჭამაში ზომა-წონა არ იცოდა. შეეძლო დღეში სამი ლიტრა კეფირი, რამდენიმე ჭიქა ყავა, დიდი რაოდენობით ბრინჯის პიურე და დიდი რაოდენობითვე ნამცხვრები მიერთმია (ცნობისთვის, ლევ ტოლსტოის ყოველი დილა შვრიისაგან დამზადებული ფაფის ჭამით იწყებოდა). განსაკუთრებული სიყვარულით მწერალი ტკბილეულის მიმართ გამოირჩეოდა. რუსეთში ამ თემაზე ხუმრობდნენ კიდეც – „ტოლსტოის ისე უყვარს ტკბილეული, როგორც პუშკინს უყვარდა შემწვარი კარტოფილიო” (პუშკინისა და კარტოფილის სიყვარულზე ლეგენდებიც კი დადიოდა). ტოლსტოების ოჯახში ადგილობრივ ხილთან ერთად ყოველთვის მოიძებნებოდა ეგზოტიკური ხილიც. როგორც ამბობენ, მწერალი ფინიკის ჩირზე ფანატიურად ყოფილა შეყვარებული. უზომო კვება, როგორც წესი, პირველ რიგში კუჭს ვნებს, რაზეც წუხდა კიდეც ლიტერატორის მეუღლე – სოფია ბერსი. „დღეს, განსაკუთრებით აღმაშფოთა იმან, რაც სადილად მყოფმა ვიხილე. მე ვიხილე ის, თუ, რა საძაგლად მიირთმევდა ჩემი მეუღლე საჭმელს. მან ყველაფერი განუზომლად დიდი რაოდენობით გადასანლა, რაც კი სუფრაზე ელაგა”. – ასეთი სახის ჩანაწერი გვხვდება სოფიას პირადი დღიურის ერთ-ერთ ფურცელზე. და ზოგადად, ასეთი სახის ჩანაწერები ხშირია ლევ ტოლსტოის თანამეცხედრის დღიურში, რაც თავის მხრივ, ბევრ რამეზე მეტყველებს – ტოლსტოი ხორცს არ ჭამდა, სამაგიეროდ კი… – (ავტორი გენია.ჯი)