ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”

სიცოცხლის უკანასკნელი წლები გენიალურმა ფრანგმა რომანტიკოსმა მწერალმა – ვიქტორ-მარი ჰიუგომ (1802-1885 წლები) პარიზში გაატარა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ იმ ქუჩას, სადაც ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთი ლიდერი დამკვიდრდა, მისივე სიცოცხლეში შეუცვალა ქალაქის ხელმძღვანელობამ სახელწოდება და სახელოვანი თანამემამულის პატივსაცემად, მისივე სახელი უწოდეს – „ვიქტორ-მარი ჰიუგოს ქუჩა”. მიუხედავად ესოდენ დიდი პატივისა, როგორც ჩანს, „ფრანგული ლიტერატურის მზედ” წოდებული ჰიუგო მაინც ვერ დააკმაყოფილა პარიზის მერიის გადაწყვეტილებამ, რაც მის ანდერძშიც კარგად გამოჩნდა. ჩვენი გენიალური პოეტის – გალაკტიონის მსგავსად, რომელმაც წამოაყენა იდეა, რომ სამტრედიას სახელი გადარქმეოდა და მისთვის საგალაკტიონო ეწოდებოდებინათ, ჰიუგოც იმავე გზას დაადგა. მისი სურვილი იყო, რომ ლიტერატორის გარდაცვალების შემდგომ, ადრეულ ეპოქებში ლუტეციად წოდებული პარიზისათვის სახელი შეეცვალათ და მისთვის ჰიუგოს სახელის უკვდავსაყოფად – „ჰიუგოპოლისი” ეწოდებინათ. მიუხედავად ჰიუგოს უდიდესი ავტორიტეტისა, პარიზისათვის სახელის შეცვლა მაინც არავის მოსვლია თავში აზრად. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობილია, რომ ჰიუგომ იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 50 000 ფრანკი ღარიბ-ღატაკ თანამემამულეებს უანდერძა. „მე მსურს სასაფლაოზე ჩემი ცხედარი ღარიბ-ღატაკებისათვის განკუთვნილი კატაფალკით წაასვენონო”, – წერდა იგი მოკრძალებულად თავის ანდერძში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>