ჩარლზ დიკენსი – „ეპიზოდი”
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელსი მწერალი – ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები), თითოეულ ახალ ნაწარმოებზე მუშაობას მისთვის ჩვეულებად ქცეული ერთი უჩვეულო ქმედებით იწყებდა. (ავტორი გენუია.ჯი) ამა თუ იმ ლიტერატურულ ქმნილებაზე მუშაობის დაწყების წინ მწერალი თავის სამუშაო კაბინეტში დიდ ცვლილებებს ანხორციელებდა. იგი ამ დროს უცილობლად ცვლიდა საკუთარი გუნებისამებრ – ავეჯის განლაგებასა და ოთახის ინტერიერს. სამუშაო პროცესში კი, დიკენსი ყოველ დილით პირადად ალაგებდა თავის კაბინეტს, რა დროსაც სკამებს ისეთი განლაგებით დგამდა, როგორც მისთვის იყო მისაღები იმ სიტუაციაში. თუკი დღე-ღამის განმავლობაში დიკენსის სამუშაო კაბინეტში მისდაუნებურად ვინმე შეცვლიდა მწერლის მიერ დილით დადგმული სკამების განლაგებას, ის დღე მისთვის უკვე ფაქტიურად დაკარგულად მიიჩნეოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩარლზს ლიტერატურული შრომა არ შეეძლო. – (ავტორი გენია.ჯი)