ანატოლი კონი – „ეპიზოდი”
დიდი ფრანგი მწერლის – პროსპერ მერიმეს მიერ – „მსოფლიოში ყველაზე დიდ პოეტად” წოდებული – ალექსანდრე პუშკინის ბრწყინვალე შემოქმედების ერთ-ერთ უდიდეს თაყვანისმცემლად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე სახელგანთქმული რუსი ადვოკატი – ანატოლი კონი (1844-1927 წლები) მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ შესანიშნავმა იურისტმა, რომელსაც სასამართლო დავებში არც ერთი მარცხი არ ჰქონდა განცდილი , ზეპირად იცოდა თავისი კუმირი პოეტის ასეულობით ლექსი. მათ შორის სიტყვასიტყვით ჰყვებოდა პუშკინის ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე მოცულობით ლიტერატურულ ქმნილებას – „ევგენი ონეგინს”. „სასამართლო დავებში ყოველი ჩემი გამარჯვება განპირობებული გახლდათ არა ჩემი ინტელექტით და იურისპოდენციის შესანიშნავი ცოდნით, არამედ – პუშკინის შემოქმედების ცოდნითო”, – ირწმუნებოდა მოგვიანებით თავად ანატოლი კონი. – (ავტორი გენია.ჯი)