იულია დრუნინა – „ეპიზოდი”

რუსმა პოეტმა ქალმა – იულია დრუნინამ (1924-1991 წლები) ჩემი ყურადღება ერთი ფრიად საინტერესო და იშვიათი გარემოებისდა გამო მიიპყრო. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია, 1991 წლის 21 ნოემბერს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის მდივანმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს იყო პერიოდი, როდესაც „ბოროტების იმპერიად” წოდებული საბჭოთა კავშირი თავისი არსებობის უკანასკნელ საათებს ითვლიდა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ უმნიშვნელოვანესმა ისტორიულმა მოვლენამ მიიყვანა საბჭოთა პოეტი ქალი ჯერ სასოწარკვეთილებამდე, ხოლო საბოლოოდ კი, – სუიციდამდეც, რასაც მის მიერ გაკეთებული უკანასკნელი ჩანაწერებიც მოწმობს. ამ ტრაგიკული მოვლენის შედეგად, იულია იქცა იმ იშვიათ და ალბათ, ერთადერთ გამონაკლისადაც კი, ვინაც საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო მოისწრაფა სიცოცხლე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>