ემილ ზოლა – „ეპიზოდი”
„გახუნებული ნაქსოვი ქურთუკი, ძველი შარვალი და უხეში დიდი ფესამელები”. – აი ძირითადი ნაწილი იტალიური წარმომავლობის მქონე დიდი ფრანგი მწერლისა და პუბლიცისტის – ემილ ზოლას (1840-1902 წლები) გარდერობისა. (ავტორი გენია.ჯი) მამა 6 წლის ასაკში გარდაეცვალა, რამაც ზოლას ოჯახი უკიდურეს სიდუხჭირეში ჩააგდო. იყო პერიოდები, როდესაც პატარა ემილის ხშირად ხედავდნენ ამა თუ იმ სახლის სხვენზე. იგი იქ ბეღურზებზე ნადირობდა, რათა შემდგომ ნანადირევი საუზმედ ექცია. სკოლა სრული კურსით არ დაუმთავრებია, რაშიც თავისი უმთავრესი წვლილი სწორედ რომ ზოლას სიღარიბემ დაიდო. იგი იძულებული იყო სწავლის ნაცვლად სამსახური მოეძია. პარიზის ერთ-ერთ საგამომცემლო კანტორაში დასაქმებული, საღამოობით ლექსებსა და პოემებს წერდა. ერთხელაც ემილიმ გადაწყვიტა, თავისი ლიტერატურული ქმნილებები საგამამცემლო კანტორის ბედნიერი და წიგნის მოყვარული ხელმძღვანელისთვის გაეცნო. უფროსმა ზოლას შემდეგი განაჩენი გამოუტანა: „ – ცუდი ნამდვილად არ არის. თქვენ გაქვთ ნიჭი. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ პროზას უფრო მეტ დროს დაუთმობთ”. – ამ სიტყვებმა ემილის შემდგომ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. იგი მთელი თავისი შემართებით გადაეშვა ლიტერატურულ სამყაროში. ზოლას ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ, იმ პერიოდში ემილი დღეში საშუალოდ, 10- 12 საათი მუშაობდა, რა დროსაც 1 000-დან 2 500-მდე სიტყვას წერდაო. – (ავტორი გენია.ჯი)