ჟორჟ სიმენონი – „ეპიზოდი”
დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი უდიდესი ბელგიელი მწერალი – ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი (1903-1989 წლები), ყოველჯერზე, როდესაც იგი ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებზე იწყებდა მუშაობას, თავისი სახლის კარზე ჰკიდებდა დაფას გამაფრთხილებელი წარწერით: „გთხოვთ – ხელი არ შემიშალოთ”. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ მწერალი სამუშაო კაბინეტში უშვებდა მუქი ფერის მქონე ფარდებს. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, სიმენონი თამბაქოს მასიური მომხმარებელი იყო. მუშაობის პროცესში კი ჩვეულებად ჰქონდა შეუსვენებლად მოეწია თამბაქო. ამიტომაც იგი მუშაობის დაწყების წინ ყოველთვის აწყობდა თუთუნით ექვს ჩიბუხს. თუთუნით გაწყობილ ექვს ჩიბუხს გარდა იმ სარგებლობისა, რაც ზემოთ ავღნიშნეთ, სხვა სარგებლობაც მოჰქონდა: ჩიბუხის გასაწყობად ავტორი არც დროს კარგავდა და არც სამუშაოს წყდებოდა. ჟორჟს ასევე გააჩნდა ერთი ფრიად საინტერესო თვისებაც: ახალ ნაწარმოებზე მუშაობის დაწყების წინ, ისევე როგოც მოკრივეები, სასწორზე ადგენდა საკუთარ წონას. ამასვე იმეორებდა იგი თითოეული ნაწარმოების დასარულებისთანავე, და აღმოაჩინა, რომ ფინალში გასული მწერალი წონაში ყოველთვის დაკლებული იყო. სიმენონი წერდა ძალიან პატარა ასოებით, რასაც იმით ხსნიდა, რომ ასეთი მეთოდით წერა მაჯას არ უღლიდა. საბოლოო ჯამში, ფრანგულენოვანმა ბელგიელმა მწერალმა თავისი უცნაური მეთოდების გამოყენებით 400-ზე მეტი ლიტერატურული ნაწარმოები შესძინა მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდს. – (ავტორი გენია.ჯი)