რიოკი ინოუე – „ეპიზოდი”
„თუ მწერალი ხარ – კიდეც უნდა წერო”. – ეს სიტყვები, რომელიც იაპონური წარმომავლობის მქონე ბრაზილიელი ქირურგს – რიოკი ინოუეს ეკუთვნის, მის ცხოვრებისეულ დევიზს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მწერლად ქცეულმა რიოკომ 1986 წელს თავისი პროფესიით საქმიანობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ლიტერატურულ მოღვაწეობას მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემედეგ ინოუემ, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 1 100 წიგნი გამოაქვეყნა 39 ფსევდონიმის გამოყენებით. რიოკის მიერ დაწერილ წიგნებში ძირითადად დეტექტიურ, სათავგადასავლო და სასიყვარულო ისტორიებს ვხვდებით. მწერალმა ერთხელ გულწრფელად აღიარა, რომ მას არასოდეს გადაუკითხავს თავისი ნაწარმოებები. საინტერესოა ამ ნაყოფიერი მწერლის მუშაობის პროცესის რამდენიმე დეტალი, რადგან იგი რამდენიმე გარკვეული შაბლონით სარგებლობს: რიოკი ინოუე თავის ლიტერატურულ ქმნილებებში, ნაწარმოების პერსონაჟთა რაოდენობა, რატომღაც არასოდეს აღემატება 20 ადამიანს. გარდა ამისა, თითოეულ რომანტიკულ რომანში უცილობლად აღწერს ორ სასიყვარულო სცენას, ხოლო დეტექტიურ ნაწარმოებებში კი, არანაკლებ ხუთ მკვლელობას. – (ავტორი გენია.ჯი)