ადრიან VI – „ეპიზოდი”
ღირსებით აღჭურვილი რომის რიგით 214-ე პაპი – ადრიან VI (1459-1523 წლები), იმ იშვიათ პონტიფიკოსთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელიც შეძრწუნებული იყო ეკლესიის წიაღში შექმნილი სავალალო მდგომარეობით. (ავტორი გენია.ჯი) „ხალხის ფულს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთო”, – განაცხადა ერთხელ და იმავ წუთს დასდეს ბრალი სიძუნწეში მანკიერი ცოდვებით სულდამძიმებულმა კარდინალებმა. აკი ისინი „სიძუნწეს” არ იყვნენ ჩვეულნი. კარდინალთა მოთმინების ფიალა საბოლოდ მაშინ აივსო, როდესაც ადრიანმა განაცხადა, რომ ლუთერის დოქტრინას იზიარებდა. ამ სიტყვით მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. კარდინალებმა მიიჩნიეს, თითქოს თვითონ ლუტერი იჯდა პაპის ტახტზე. ეს კი მეტისმეტი იყო. გარდა ამისა, არავინ აპატიებდა კათოლიკური ეკლესიის წიაღში ჩაბუდებული არამზადების მხილებას. და დაიგეგმა კიდეც შეთქმულება ადრიანის წინააღმდეგ. თავდაპირველად რომაელ ხალხს შეაძულეს იგი – „ცუდად ერკვევა ეკლესიის მართვის საქმეში და მაგიითაც არის გატაცებულიო”. შემდეგ რამდენჯერმე მოუწყვეს შეთქმულება, რომლებიც წარუმატებლად დასრულდა. თუმცა საბოლოოდ, მაინც სძლიეს პონტიფიკოსს პირადი ექიმის მოისყიდვის გზით, რომელმაც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მოწამლა თავისი „ყოვლისშემძე” პაციენტი. ყველაზე დიდი ცინიზმი ამ ისტორიაში ის იყო, რომ ადრიანის შეთქმულებმა პაპის გარდაცვალებისთანავე შეამკეს მისი მკვლელი ექიმის სამუშაო კაბინეტის კარი ყვავილწნულით, რომელიც თავის მხრივ, შემდეგი სახის წარწერით იყო დამშვენებული: „სამშობლოს განმათავისუფლებელს”. – (ავტორი გენია.ჯი)