იცით თუ არა, რომ?!
1. როდესაც ბუდას უთხრეს, მთელი თავისი სწავლება ერთ სიტყვაში მოექცია, მან წარმოთქვა სიტყვა: „ცნობიერება”.- (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ფსიქოანალიზის ავსტრიელ ფუძემდებელს – ზიგმუნდ ფროიდს საშინლად აღიზიანებდა, როდესაც მას – სიგიზმუნდის სახელით მიმართავდნენ. არადა, მისი სრული სახელი სწორედ რომ სიგიზმუნდი იყო.
* * *
3. 1800 წლამდე მედიკოსები თეთრ ხალათს არ ატარებდნენ.
* * *
4. კაცობრიობას ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია მოეპოვება მთვარის ზედაპირის შესახებ, ვიდრე ზღვის ფსკერის შესახებ.
* * *
5. IV-V საუკუნეებში მოღვაწე პირველი მათემატიკოსი ქალი ისტორიაში – ჰიპათია, ფანატიკოსმა ქრისტიანებმა იმიტომ იმსხვერპლეს, რომ მან უარი განაცხადა მათი რელიგიის მიღებაზე. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გენიალურ გერმანელ მათემატიკოსს – კარლ ფრიდრიხ გაუსს სიცოცხლეშივე უწოდეს – „მათემატიკის მეფე”.
* * *
7. სტრასბურგში განთავსებულ ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში პარლამენტარებისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი სავარძლის ნომერია „მხეცის რიცხვად” ცნობილი – 666. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ სავარძელს ტრადიციისამებრ, არც ერთი პარლამენტარი არ იკავებს არასდროს.
* * *
8. „მე ნიჭიერი კი არა – შრომისმოყვარე ვარო”, – ხშირად იტყოდა ხოლმე გენიალური რუსი მხატვარი – ილია რეპინი.
* * *
9. ტუნდრაში, სადაც საშინელი ყინვები იცის, ზამთარი მთელი ცხრა თვის განმავლობაში გრძელდება.
* * *
10. პირველი ადამიანი, ვინც ელექტროენერგიის ხელოვნურად მოწყობილი მუხტით დაზარალდა, გერმანელი ფიზიკოსი – ევალდ იურგენ ფონ კლეისტი იყო. XVIII საუკუნის 30-იან წლებში ჩატარებული ერთ-ერთი ცდის დროს მეცნიერმა იმდენად ძლიერი დარტყმა მიიღო, რომ გონებაც კი დაკარგა. – (ავტორი გენია.ჯი)