მინიანი ფანჯრის ისტორიიდან…
მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დაუდგენელია, ვინ არის კონკრეტული ავტორი მინისაგან დამზადებული პირველი ფანჯრისა, დადგენილია მისი პირველად მოხმარების ადგილი და პერიოდი. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტების მტკიცებით, პირველად მინიანი ფანჯარა რომის იმპერიის მიერ ოკუპირებულ ალექსანდრიაში (ეგვიპტე), სავარაუდოდ, 100 წელს გამოჩნდა. იმ ეპოქაში, „დიდად” წოდებული ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ქალაქი არა მხოლოდ მსოფლიო საგანმანათლებლო ცენტრად, არამედ მინის წარმოების მსოფლიო ცენტრადაც კი იყო ქცეული. მინის წარმოებაში მიღწეულმა ტექნიკურმა პროგრესმა ალექსანდრიელებს პირველებს მისცა საშუალება ბევრად უფრო პრაქტიკული მეთოდით ეწარმოებინათ ინოვაციური ფანჯრები. პირველი ალექსანდრიული ფანჯრები შედარებით მუქი და გაუმჭირვალე იყო და ერთობ ძვირადაც ფასობდა. სიძვირის გამო კი, როგორც წესი, მინისაგან დამზადებული ფანჯრებით მხოლოდ დიდგვაროვნები და მდიდრები სარგებლობდნენ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მინის წარმოების განვითარება მას შემდეგ იქნა შეფერხებული საუკუნეების განმავლობაში, რაც სული განუტევა რომის უზარმაზარმა იმპერიამ. – (ავტორი გენია.ჯი)