პირველყოფილი ადამიანების შესახებ…
„ქვის ხანას” ერთმა გონიერმა კაცმა – „ადამიანის ეპოქის სტარტი” უწოდა. მეცნიერთა მტკიცებით პალეოლითამდე ადამიანები ცხოველურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ამ საფეხურის გადაბიჯებისთანავე ადამიანი იქცა ყველაზე ძლიერ და მთავარ მტაცებლად ეპოქებისა. (ავტორი გენია.ჯი) ხელში აიღო ქვის იარაღი; ჩამოაყალიბა თავისებული, თუმცა-კი, მაინც – საზოგადოება; გაზარდა თავისი საცხოვრებელი არეალის საზღვრები, რასაც მოგვიანებით თან მოჰყვა ჩვენი ოთხფეხა მეგობრის – ძაღლის მოშინაურება და თევზაობის ხელოვნების დაუფლება; სათავე დაუდო მესაქონლეობასა და სოფლის მეურნეობას; დაიბადა სოციუმი და ჩამოყალიბდა ტრადიციები, რომელთა ნაწილსაც დღემდე იცავს კაცობრიობა; დამკვიდრებული იქნა გარდაცვლილთა მიწის მიბარების წესი რიტუალური ცერემონიალის თანხლებით, რამაც თავის მხრივ, რელიგიისა და ხელოვნების განვითარებას დაუდო სათავე; ამულეტები, ნახატები, სიმღერები, ცეკვები, უზენაესი ძალებისადმი თაყვანისცემა და სხვა მრავალი, სწორედ რომ პირველყოფილი ადამიანების მემკვიდრეობის ნაწილია; სწორედ იმ პერიოდში განისაზღვრა გენდერული როლები – „მამაკაცი-მონადირე” და „ქალი-დიასახლისი”. სანამ მამაკაცები ნადირობდნენ, ქალები თავთავიანთ საცხოვრებლებს (გამოქვაბულებს) არ ტოვებდნენ და ძირითად დროს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმეებს უთმობდნენ.
პირველყოფილ ადამიანთა საცხოვრებელი გამოქვაბულები ყოველთვის იყო დაყოფილი მამაკაცისა და ქალის ნაწილებად. გამოქვაბულის შესასვლელში მამაკაცები იდებდნენ ბინას, რათა მტაცებელი ცხოველების მოსალოდნელი თავდასხმისაგან დაეცვათ ქალები და ბავშვები, ხოლო ეს უკანასკნელნი კი, საცხოვრებელის ყველაზე შორეულ და ყველაზე თბილ ადგილას იმკვიდრებდნენ თავს.
გაგება ოჯახური ურთიერთობისა პირველყოფილ ადამიანებში არ არსებობდა. ქალისა და მამაკაცი ურთიერთობები დაულაგებელი იყო. ცნობილია ისიც, რომ მამაკაცები არ იღებდნენ არავითარ პასუხისმგებლობას რომელიმე, კონკრეტული ქალის წინაშე. თავის მხრივ, ქალის არსებობა და მისი გადარჩენა მამაკაცზე იყო სრულად დამოკიდებული, თუმცა მისი ინტიმური ურთიერთობის საკითხს კი, თავადვე განაგებდა. იმისათვის, რომ მამაკაცს ქალის გული მოეგო და მისი ყურადღება მიეპყრო, სხვადასხვა საჩუქრებით (საკვებით, ქურქით, ამულეტებით) ანებივრებდა მას. გარდა ამისა, მამაკი ქალს ინტიმური ურთიერთობის სანაცვლოდად უძღვნიდა საჩუქრებს.
ქვის ხანას ბრინჯაოს ხანა მოჰყვა თან, რომელმაც თავის მხრივ, ადამიანის ცნობიერება და გონება კიდევ უფრო დახვეწა და სრულყოფილი გახადა.- (ავტორი გენია.ჯი)