„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„აივანზე, რა თქმა უნდა, ყველაზე მაღლა ვარ… ეს კი შეიძლება სიმბოლურიც იყოს. მაგრამ აკი სწორედ სხვებზე მაღლა დგომაა რაღაც-რაღაცებს რომ გიკრძალავს… იცით რა? თითოეულ თქვენგანზე მაღლა დგომა, გაგიხარიათ, ჩემთვის სასიამოვნო იყოს, მაგრამ ვაითუ პატარ-პატარა და აუცილებელმა სიხარულებმა ამ სიმაღლეზე ვერ ამოაღწიოს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემს ხანგრძლივ ცხოვრებაში სამართლიანობის ნასახიც კი არ შემხვედრია არსად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა მაინც არსებობს ქვეყანაზე”.
* * *
„სად გაგონილა, ყრუს ბგერის გაგონება უბრძანონ და უსინათლოს საგნის ხილვა!”
* * *
„წყვდიადში ჩამავალ კიბეზე მზრუნველი ხელის გარეშე ჩასვლა თავზარდამცემია”…
* * *
„რა ეჭვიანობას შეიძლება ველოდოთ იმ კაცისგან, რომელიც ღვიძლი შვილის დაბადებასაც ვერ აღიქვამს სრული სერიოზულობით და თავის საყვარელ ცოლსაც კი უცხო კაცის თვალით უყურებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წარმოსახვაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი უკეთ გამოიყურება”.
* * *
„საკუთარი თავის პატივისმცემელი ვერც ერთი რწმენა ვერ ჰგუობს ზედმეტობას”…
* * *
„თვალშეუდგამი სიდიდე ყოველთვის გაეჭვებს თავის არსებობაში”.
* * *
„ყველა მოკვდავი სწორედ მას დაეძებს დღენიადაგ! მას, ე.ი. ცხოვრების უმთავრეს აზრს. მერედა, რა თავგამოდებით დაეძებენ! – თითქოს ეს წუთია არსებობდა! არსებობდა და თვალდახელშუა გაქრა”…
* * *
„ხშირად გული გვწყდება, რომ უფრო მნიშვნელოვან კვალს ვერ ვტოვებთ ამ გაუტანელ წუთისოფელში”. – (ავტორი გენია.ჯი)