„მე, გალილეო გალილეი”…
„მე, გალილეო გალილეი, ფლორენციელი, სამოცდაათი წლისა, მუხლებს ვიყრი თქვენი მაღალაღმატებულებების, ღირსპატივცემული კარდინალების, გენერალური ინკვიზიტორების წინაშე, ერეტიკულ ბოროტებას რომ ებრძვით მთელს სამყაროში ქრისტიანული რესპუბლიკის სახელით, დავსქერი წმინდა სახარებას, რომელსაც ხელით ვეხები, და ვფიცავ, რომ ყოველთვის მწამდა, ახლაც მწამს და ღვთის შეწევნით ამიერიდანაც ვიწამებ იმას, რასაც თვლის ჭეშმარიტებად, ქადაგებს და მასწავლის წმინდა კათოლიკური მოციქულის ეკლესია… მე გამასამართლეს, როგორც ერესში ეჭვმიტანილი, იმისათვის, რომ ვამტკიცებდი და მწამდა, თითქოს მზე იყოს სამყაროს უძრავი ცენტრი, თითქოს დედამიწა არ იყოს სამყაროს ცენტრი და მოძრაობდეს. აი, რატომაა, რომ თქვენს უსამღვდელოებათა და ყოველი კათოლიკე ქრისტიანის გონებიდან გვინდა გავფანტოთ ეგზომ მძიმე ეჭვი, რომლის სისწორეს ვაღიარებ, და გულწრფელად, არა თუ მოჩვენებითი რწმენით, უარვყოფ, ვწყევლი ნაჩვენებ დაბნეულობასა და ერესს…” – ასეთი სიტყვით უარყო თავისი მოძღვრება გავარვარებული შანთებით ნაწამებმა უბედურმა ბერიკაცმა – გალილეო გალილეიმ საძაგელი ტრიბუნალის წინაშე. – (ავტორი გენია.ჯი)