„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ბრძენ ქირონს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იყო, ბოლოს და ბოლოს, ისე მობეზრდა სიცოცხლე, რომ ზევსს გამოსთხოვა სიკვდილის ნებართვა და კიდევაც მოკვდა. თავად დაფიქრდი, თუკი ღმერთებსაც უმძიმთ უკვდავება, რა ეშველებათ საბრალო ადამიანებს?” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უფალს ცუდი სიტყვები კი არა, უკეთური ზრახვები შეურაცხყოფს, ბრიყვების დასმული ბრიყვული კითხვები, შესაძლოა, არც ანაღვლებდეს, მაგრამ ალბათ ძალიან მოსაწყენი ეჩვენება”.

* * *

„ჩაგვრის სამყაროში ძველი ელეგია გრძელდება: ჯვარს ეზიდება კაცობრიობა გოლგოთის გზაზე გოდებით ჯერაც”…

* * *

„ბოროტი ძალაუფლება მუდამ სიმპათიურად უყურებს მკვლელებს, თავის სულიერ ნათესავებს. ყველა მოძალადე მოძალადეთა ძმა და თვისია!”

* * *

„მეფეთა სიკეთეს მუდამ ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მარადიული რა არის, რომ ბოროტება იყოს! თუ ის ხშირად უფრო ძლიერია, სამაგიეროდ სიკეთე უფრო დღეგრძელია”.

* * *

„ადამიანი მართლაც აღემატება ყველა სხვა ჯიშისა თუ ჯილაგის ცხოველს, მაგრამ არა თავისი სრულქმნილებით, არამედ, პირიქით, არასრულქმნილებით”.

* * *

„ამ ქვეყნად იმდენია ბოროტება, რამდენიც შეუძლია დაიტიოს”.

* * *

„ხალხს არ სურს ქვეწარმავლის ხსენება და „უხსენებელს” ეძახის”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>