ჯაკომო ლეოპარდი წერდა…
„ყველა, ვინც კი არწმუნებს საკუთარ თავს, რომ სხვისთვის შეურაცხყოფის ან ზიანის მიყენების გზით რაიმეს ისარგებლებს ან ისიამოვნებს, იმიტომ კი არ შეურაცხყოფს ვინმეს, რომ ბოროტი უყოს მას, არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაიმე არგოს თავის თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ მოთვლს, რამდენი რამ გვიმტკიცებს იმ ჩვენი ბრიყვული თვითრწმენის უსაფუძვლობას, რომლის წყალობითაც ასე დაჟინებით და ქედმაღლურად ვიჩემებთ პირველობას დანარჩენ არასებათა შორის, რამდენი რამ გვიქარწყლებს ჩვენი უპირატესობის გრძნობას, მაგრამ ერთი ხომ მაინც ცხადია, ერთ რამეში ხომ მაინც ვერავინ წაგვართმევს, ვერავინ შეგვეცილება პირველობას, რასაც ჩვენ გვაკუთვნებს ჰომეროსი – პირველობას უბედურებაში”.
* * *
„არც სიცოცხლე გვიყვარს და არც სიკვდილი გვძულს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც ის არის, რაც არის, არამედ იმიტომ, რომ პირველს ჩვენი ბედნიერების, ხოლო მეორეს ჩვენივე უბედურების მიზეზად ვსახავთ”.
* * *
„რაგინდ ღრმადაც არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ პატიოსნად და ალალმართლად გავატარეთ მთელი სიცოცხლე, სულ ერთია, ჩვენ, საბრალო მოკვდავნი, მაინც ვერ ვიტყვით დაბეჯითებით, თუ რა გველის სიკვდილის შემდეგ, და ვერც იმ შიშისაგან დავიხსნით თავს, რომელიც მომავალი სასჯელის წარმოდგენისას გვეუფლება ხოლმე”.
* * *
„საცოდავი მოკვდავნი, როგორც ვხედავთ, მყუდრო ნავთსაყუდელს უფრო ურთხიან, ვიდრე მღელვარე ზღვას, და თავიანთ ერთადერთ წამალს – სამუდამოდ დაცხრომას და დასვენებას ცხოვრების ორომტრიალსა და ტანჯვა-ვაებას ამჯობინებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიახ, მე ვამბობ, რომ კაცთა შორის ცხოვრების გამოცდილება და ამ ცხოვრების მანძილზე განცდილი ტანჯვა-წამება ყოველ ჩვენგანში საბოლოოდ აკვდინებს ან საღათას ძილით აძინებს იმას, ვინც ვიყავით, ანდა რანიც ვიყავით. ჩვენი უწინდელი „მე” ერთის წამით იღვიძებს სულში, მაგრამ უფრო იშვიათად, რაც უფრო მეტი დრო გადის. შემდეგ ის თანდათან უფრო გამოუღვიძებლად ეძლევა ძილქუშს, ბოლოს კი სულაც კვდება, კვდება მანადის, სანამ თვითონ ჩვენ სამუდამოდ დავლევდეთ სულს”.
* * *
„უწინ ყველაფერს განაგებდა საშუალო ნიჭი, ახლა კი – არარაობა”.
* * *
„ადამიანთა საზოგადოება არასოდეს დგას ერთ ადგილზე და ვერც ერთ საუკუნეში ვერ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომელიც უცვლელი დარჩება უკუნისამდე”.
* * *
„უბედურია კაცი თუ ბედნიერი, ეს მხოლოდ თვითონ შეუძლია განსაჯოს, და მისი განსჯა ამ შემთხვევაში უტყუარია”.
* * *
„თუნდაც თვალნათლივ ვხედავდე, რომ მსოფლიო სავსეა, ერთის მხრივ, უმეცარი გაიძვერებით, ხოლო მეორეს მხრივ, თავდაჯერებული უვიცებით, სულ ერთია, მაინც ისე ღრმად ვიქნებოდი დარწმუნებული, როგორც დღესა ვარ, რომ ცოდნის ნათელს დღითი დღე უფრო ემატება ბრწყინვალება”. – (ავტორი გენია.ჯი)