კლეო დე მეროდი – „ეპიზოდი”
„მშვენიერი ეპოქის” მართლაც რომ მშვენიერმა ფრანგმა მოცეკვავე ქალმა, იმ პერიოდის ბალეტის ვარსკვლავმა – კლეო დე მეროდიმ (1875-1966 წლები), ქალმა, რომლის სილამაზესაც სხვა უამრავთა მსგავსად, დითირამბები უგალობა ბელგიის „ყოვლისშემძლე” მეფემ – ლეოპოლდ მეორემ, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სცენაზე გასვლაზე უარი განაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) ერთადერთი, ვის წინაშეც იგი თავის უზადო საცეკვაო ხელოვნების დემონსტრირებას ახდენდა, ომში დაჭრილი ჯარისკაცები იყვნენ. გარდა ამისა, იმავე პერიოდში, მეროდი არასოდეს ეუბნებოდა უარს „წითელი ჯვარს” მის მიერ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ულამაზესი ფრანგი კურტიზანი ქალის კეთილშობილური საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენია მის ახლო მეგობარს, გენიალურ ავსტრიელ მხატვარს – გუსტავ კლიმტს, რომელმაც მეტად მოკლე, თუმცა-კიმ მეტად მრავლისმეტყველი დახასიათება გაუკეთა მეროდის: „სხეულის განკურნების არმცოდნე, ცდილობდა, რომ სული განეკურნა. ამაშია მთელი მისი სახელის სიდიადე. მას არ სურს იყოს იდეალური. ის თვით იდეალია!”. – (ავტორი გენია.ჯი)