კაროლინა ოტერო – „ეპიზოდი”
ესპანური წარმომავლობის მქონე მამაკაცთა გულთამპყრობელი ფრანგი მომღერალი და მოცეკვავე ქალი – კაროლინა ოტერო (1868-1965 წლები), რომელსაც თაყვანისმცემლები – „ლამაზ ოტეროდ” მოიხსენიებდნენ, აზარტული თამაშებისადმი ფანატიკური სიყვარულით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) სიღარიბეში გაზდილ გოგონას თავისმა მშვენიერმა გარეგნობამ არა მხოლოდ დიდი ფული, არამედ მდიდარი საყვარლებიც შესძინა, რომლებიც თავის მხრივ, ხშირად დაჰყავდა მონტე-კარლოში განთავსებულ ერთ-ერთ პოპულარულ კაზინოში. წლების განმავლობაში, მანამ, სანამ კაროლინას დროის დინებამ თავისი დაღი არ დაასვა, ოტერომ თავის საყვარლებთან ერთად იმავე კაზინოში მილიონობით დოლარი წააგო. 45 წლის ასაკში კაროლინა საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ ნიცაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საკმაოდ ხელმოკლედ განაგრძო არსებობა. და რაც ყველაზე საინტერესოა: ნიცაში გადაბარგებული ოტეროს ერთადერთ შემოსავლის წყაროდ პენსია იქცა. თუმცა, მისდა მოულოდნელად, ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდნილს საშველად ხელი სწორედ იმ კაზინომ გაუწოდა, სადაც ოდესღაც კაროლინამ და მისმა მრავალრიცხოვანმა საყვარლებმა უამრავი ფული წააგეს. მილიონობით დოლარის წაგების საკომპენსაციოდ, მონტე-კარლოში არსებულმა კაზინომ სამუდამო პენსიით უზრუნველყო კაროლინა ოტერო. – (ავტორი გენია.ჯი)