ვიქტორ-მარი ჰიუგო – „დიახ, ხუცესო, მე ვარ ურწმუნო!”

იმ ძალისმიერ საშიანო თუ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ატარებდა რომის კათოლიკური ეკლესია, სხვა უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად საჯაროდ აკრიტიკებდა გენიალური ფრანგი რომანტიკოსი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802-1885 წლები). (ავტორი გენია.ჯი) იგი სრულად იზიარებდა გულივერის ავტორის – ჯონათან სვიფტის გამონათქვამს – „რომ მოვაგროვოთ მთელი ფერფლი, ყველა ქალაქისა და სოფლისა, რელიგიური ომებისა და განხეთქილების შედეგად რომ გადაუბუგავთ, ერთი მთა გამოვიდოდა – ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, მონბლანზე არანაკლებიო”. ჰიუგოს მიერ გამოთქმულმა კრიტიკამ ძალიან გააღიზიანა კათოლიკე სასულიერო პირები. ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა კი, მსოფლიო ლიტერატურის ბუმბერაზს სულაც – „ურწმუნო” უწოდა. იმავე სასულიერო პირის საპასუხოდ, ჰიუგომ რამდენიმე ხანში გამოაქვეყნა ერთი პატარა პამფლეტი, სახელწოდებით – „დიახ, ხუცესო, მე ვარ ურწმუნო!” – რომელშიც ვკითხულობთ:

„ღმერთი, კაცივით მანკიერი და სისხლის მსმელი,

ტირანთა ხელით კაცთა მკვლელი და შემმუსვრელი,

ვინც აფრიალა სიავის და სიცრუის დროშა -

ასეთი ღმერთი არცა მწამს და არც მიღირს გროშად!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>