გაბრიელე დ’ანუნციოს შესახებ…
1920 წლის 8 სექტემბრის დილას თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე არსებულმა ქალაქმა – ფიუმემ (დღევანდელი – რიეკა) დამოუკიდებლობა გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც (დღემოკლე), თუმცა მაინც სახელმწიფო, პოეტის მიერ იქნა ჩამოყალიბებული. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ექსტრავაგანტული თვისებებით ცნობილი მექალთანე, სახელოვანი იტალიელი პოეტი - გაბრიელე დ’ანუნციო (1863-1938 წლები), არა მხოლოდ ხელმძღვანელობდა დღემოკლე – ფიუმეს რესპუბლიკის მთავრობას, არამედ თავად იყო ავტორი ახლადდაარსებული და არაღიარებული სახელმწიოფს კონსტიტუციისაც, რომლის მიხედვითაც მუსიკის შესწავლა რესპუბლიკის თითოეული მოქალაქისათვის უცილობელ ვალდებულებას წარმოადგენდა. ამ ექსტრავაგანტულ კაცს 14 000 წიგნისაგან შემდგარი საოცარი ბიბლიოთეკა გააჩნდა. გარდა ამისა, მის საკუთრებაში იმყოფებოდა 10 ჯიშიანი ცხენი (ამბობენ, სპარსულ ხალიჩებზე აძინებდაო), 30 „გონჩად” წოდებული მადევარი ძაღლი და დაახლოებით 200 მტრედი. გაბრიელე მოგზაურობაში მინიმუმ 10 ჩემოდნით მიდიოდა. მისი გარდერობი ასეულობით ფეხსაცმელისა და 50 კაპიშუნიანი ხალათისაგან შედგებოდა. ჩვევად ჰქონდა დღეში სამჯერ ტანისამოსის გამოცვლა; სვამდა ძლიერ ყავას და ეწეოდა ერთადერთი, ეგვიპტური მარკის – „აბდულა”-ს სიგარეტს; ადამიანის სხეულის ყველაზე სრულყოფილ ნაწილად – ყურს ასახელებდა; ყოველ თავის ახალ-ახალ საყვარლებს მის მიერ გამოგონებულ ახალ-ახალ სახელებს არქმევდა…
უცნაური გამოხდომების მქონე დ’ანუნციომ მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომშიც. მაშინ, როდესაც ავსტრიის დედაქალაქ ვენის თავზე იტალიური სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდნენ, დაბომბვის შიშით დაზაფრული მოსახლეობა სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც ციდან ბომბების ნაცვლად, ათასობით სამფეროვანი, ყვითელი, წითელი და თეთრი ფერებისაგან შემდგარი ფურცლები დააცვივდა თავზე. 400 000 სამფეროვან ფურცლებზე დატანილი იყო ერთი მრავლისმეტყველი წარწერა, რომლის ავტორსაც გაბრიელე დ’ანუნციო წარმოადგენდა: „ძვირფასო ვენელებო! შეაფასეთ და პატივი დასდეთ იტალიურ კეთილშობილებასა და სულგრძელობას. ჩვენ შეგვეძლო თქვენთვის ასეულობით ტონა ბომბი გვესროლა, ჩვენ კი, ციდან სამფეროვანი სალამი მოგიძღვენით!” – ტექსტის ბოლოში ავტორის ვინაობაც იყო მითითებული. იტალიელთა მიერ ვენაში ჩამოყრილმა სააგიტაციო ფურცლების ავტორმა თავისი მახვილგონიერებითა და ჰუმანიზმით ადგილობრივ მისახლეობაში დიდი მოწონება დაიმსახურა. მის მიერ განხორციელებულ სააგიტაციო-სამხედრო კამპანიას კი მოგვიანებით – „სიყვარულით გადაფრენა ვენაზე” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)