დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1823-1829 წლებში რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე – ლეო XII იჯდა. იგი თავგამეტებით ცდილობდა ეკლესიის ძველი დიდების აღდგენას, რის გამოც არაერთი დეკრეტი გამოსცა. მის მიერ გამოცემული დეკრეტების დიდი ნაწილი ეხებოდა სახლების მორთულობას, ეტლებს, ჩაცმულობას, სპექტაკლებს და სხვა საერო გასართობებს. „ბოროტების ძირშივე აღკვეთის” საბაბით მანდილოსნებს რომში აეკრძალათ ლამაზად ჩაცმა, მორთვა-მოკაზმვა, მსუბუქი სამოსის ტარება და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პაპის დეკრეტი დაირღვეოდა, დამნაშავე შეჩვენებითა და ანათემით ისჯებოდა. გარდა სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისა, „ბოროტების ძირშივე აღკვეთის” საბაბითვე, შეჩვენებითა და ანათემით ასევე დაემუქრნენ თერძებსაც, თუკი ისინი რომის პაპის მიერ მათთვის სპეციალურად დაწესებულ ტაბუს დაარღვევდნენ. დაასახელეთ, რა აუკრძალა კათოლიკურმა ეკლესიამ თერძებს?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
პასუხი: დეკოლტირებული კაბების შეკერვა.