ტანკრედუ ნევესი – „ეპიზოდი”
„ჩემი პარტია 500 000 ხმას აიღებს და თვით ღმერთიც კი ვეღარ ჩამომაცილებს მე პრეზიდენტის პოსტიდან”. – ეს თავდაჯერებული სიტყვები ბედის ირონიით, 1985 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ წარმოთქვა ბრაზილიელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ, პროფესიით ადვოკატმა და ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა – ტანკრედუ დი ალმეიდა ნევესმა (1910-1985 წლები). (ავტორი გენია.ჯი) არჩევნებში ნევესმა კი გაიმარჯვა და ამით დასასრულიც დაუდო ბრაზილიაში მოქმედ 12 წლიან სამხედრო დიქტატურას, მაგრამ, თავად იძულებული გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საპრეზიდენტო ფიცის დადების პატივი ვიცე-პრეზიდენტის – ჟოზე სარნეისათვის გადაელოცა. ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ბრაზილიის ახლადარჩეული პრეზიდენტი მუცლის ღრუში განვითარებული საშინელი ტკივილების გამო სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ჰოსპიტალში. საპრეზიდენტო უფლებამოსილების აღსრულება ტანკრედუს გამოჯანმრთელებამდე ვიცე-პრეზიდენტ ჯოზე სარნეის დაევალა. სამწუხაროდ, ნევესი დივერტიკულური დაავადების შედეგად ისე აღესრულა ჰოსპიტალივე, რომ მას ბრაზილიის პრეზიდენტის საპატიო მოვალების აღსრულება არ დასცალდა. „ნევესის პარტიამ 500 000-ზე მეტი ხმაც აიღო, თავად პრეზიდენტიც გახდა, მაგრამ პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოცილებას მაინც ვერ ასცდა. ვისი ნებით, ეს არავინ უწყის. – (ავტორი გენია.ჯი)