სპორტული ჟურნალისტიკის ისტორიიდან…

„ლიტერატურული ელემენტებით გაჯერებული ბრბოს გასართობი პოლიტიკური პროსტიტუცია”. – ასე მოიხსენიებდნენ XIX საუკუნეში ჟურნალისტიკას ხალხის ფართო მასებში. (ავტორი გენია.ჯი) რეპუტაცია, რომლითაც იმ პერიოდში სარგებლობდნენ ჟურნალისტები, მართლაც რომ სავალალო იყო. „პოლიტიკურ რუპორებად” წოდებული ჟურნალისტების ავტორიტეტი იმდენად იყო დაკნინებული საზოგადოების თვალში, რომ მათი უდიდესი ნაწილი ამა თუ იმ სტატიას ფსევდონიმით აქვეყნებდა. განსაკუთრებით სავალალოდ კი, მაინც სპორტული ჟურნალისტიკა გამოიყურებოდა, რომელმაც, თავის მხრივ, სათავე XIX საუკუნის გარიჟრაჟზე აიღო. პირველი და მთავრი მიზეზი სპორტული ჟურნალისტიკის არაპრესტიჟულობისა მდგომარეობდა იმაში, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში კაცობრიობას ნაკლებად ეცალა სპორტული ღონისძიებებისათვის. მეორე კიდევ ის, რომ თავად ჟურნალისტიკას ჰქონდა სახელი გატეხილი უამრავი სკანდალის გამო. ამიტომაც იყო, რომ 1800 წლისათვის ჟურნალისტთა სრული კონტიგენტის მხოლოდ 0, 4 % გახლდათ დაკავებული სპორტული ინფორმაციების მოპოვება-გავრცელებით. 1900 წლამდე ამ ციფრმა მცირეოდენი რაოდენობით მოიმატა და უკვე 4 % შეადგინა. 1920 წლისათვის კი, სპორტული ჟურნალისტების რაოდენობამ 12-დან 20 %-მდე ბარიერს უწია. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მას „ვულგარულობის” იარლიყიც ჩამოსცილდა.

პირობები, რომელშიაც სპორტულ ჟურნალისტებს უწევდათ მოღვაწეობა, საშინელი იყო. იმის გამო, რომ ადრეულ პერიოდებში აგებულ სტადიონებზე არ არსებობდა ჟურნალისტებისათვის აუცილებელი სამუშაო გარემო, მათ დარსა თუ ავდარში მოედნის კიდეებთან უწევდათ სპორტული ღონისძიებისათვის თვალყურის დევნება და სპეციალურ ბლოკნოტებში მათი მიმდინარეობისა თუ შედეგების ასახვა. კარგ ამინდში კიდე ჰო, მაგრამ ცუდ ამინდში სპორტულ ჟურნალისტებს მართლაც რომ ძალიან უჭირდათ მუშაობა. ურთულეს კლიმატურ პირობებში (წვიმაში, ქარსა და თოვლში) მუშაობას არაერთი სპორტული ჟურნალისტი შეეწირა. მაგალითად, ცნობილია, რომ მარტო 1891-1895 წლებში, მინიმუმ 8 ჟურნალისტი გარდაიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ სპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას გაცივდნენ.

პირველი სპორტული ჟურნალისტები, რომლებმაც გაბედეს და დაამსხვრიეს სპორტული ჟურნალისტიკისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული უარყოფითი სტერეოტიპი, სახელგანთქმული ბრიტანელი ჟურნალისტი – ჯეიმზ კეტონი და „რუსული სპორტული ჟურნალისტიკის მამად” წოდებული – გეორგ დიუპერონი გახლდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ცნობისათვის, სპორტული ჟურნალისტიკის დღე ყოველი წლის 2 ივლისს აღინიშნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>