ჰასან იბნ საბაჰის შესახებ…
„არაფერია ჭეშმარიტი. ყველაფერი დასაშვებია”. – ერთ-ერთი ვერსიით, ეს სიტყვები გახლდათ დევიზი უკიდურესი ფანატიზმით სახელგანთქმული ისეთი მასონური ორგანიზაციის ხელმძღვანელისა, როგორიც გახლდათ ეროვნებით სპარსი, „მთათა მოხუცად” წოდებული – ჰასან იბნ საბაჰის (1050-1124 წლები) მიერ დაარსებული – „ასასინების ორდენი”-სა. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ღრმად მორწმუნე შიიტების ოჯახში აღზრდილ ჰასანს თავის დროზე სწავლა მოუხდა ისეთი გენიალური ადამიანების გვერდით, როგორებიც იყვნენ – „სპარსული პოეზიის თვალმარგალიტი” – ომარ ხაიამი და სელჩუკთა იმპერიის ინტელექტით აღსავსე მთავარი ვეზირი (სელჩუკთა იმპერიის ფაქტობრივი მმართველი 20 წლის განმავლობაში) – ნიზამ ალ-მულქი. გასათვალისწინებელია-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ ასასინების მკვლელობათა ისტორია სათავეს სწორედ რომ ნიზამიდან (მისი პოლიტიკური ოპონენტიდან) იღებს. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ასასინებმა თავის პირველ მსხვერპლად ორდენის ფუძემდებლის – ჰასან იბნ საბაჰის სახელგანთქმული თანაკლასელი – ნიზამ ალ-მულქი აქციეს. რაღა თქმა უნდა, თავიანთი ლიდერის ბრძანებით. ასე რომ, საბაჰმა ძალაუფლების ხელში აღებისთანავე შეიღება თანაკლასელის სისხლით ხელები.
P.S. მიუხედავად ასასინების შავბნელი წარსულისა, ამ ავადსახსენებელი ორგანიზაციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესითა და სიყვარულითაც კი გამოირჩეოდნენ ისეთი სახელგანთქმული ადამიანები, როგორებიც იყვნენ – დიდი ამერიკელი ავანგარდისტი მწერალი – უილიამ სიუარდ ბეროუზი და პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფ „ნირვანა”-ს ვოკალისტი – კურტ კობეინი. გრად ამისა, XIX საფრანგეთის პარიზში ფუნქციონირებდა ლიტერატორებისაგან დაკომპლექტებული ეგრეთ წოდებული, „ასასინების კლუბი”, რომელშიაც თავის დროზე გაწევრიანებული იყვნენ – ონორე დე ბალზაკი, ვიქტორ-მარი ჰიუგო, შარლ ბოდლერი და ალექსანდრე დიუმა (უფროსი). სწორედ მათ სახელთან არის დაკავშირებული ასასინებისა და მათი ორდენის ლიდერის – ჰასან იბნ საბაჰის პერსონაჟის პოპულარიზაცია ლიტერატურაში. – (ავტორი გენია.ჯი)
ნიზამ ალ-მულქი