ალკოგენია

„ვან გოგი ისეთი მთვრალი იყო, რომ მისი ავტოპორტრეტის დახატვა ტულუზ-ლოტრეკს მოუხდაო”, – ასე ხუმრობდნენ სახვითი ხელოვნების ნიდერლანდელი ალკოგენიის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) შესახებ საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი) თავად ხუმრობის ადრესატი კი ამბობდა – „ერთადერთი, რასაც ჩემი აღგზნება და მოდუნება შეუძლია, – მძიმე ალკოჰოლი და თამბაქოს მუდმივი მოხმარებააო”. ვან გოგმა, რომელსაც შემოქმედებითი აღმაფრენის ზენიტმა რამდენიმეწლიანი სისტემატური ალკოჰოლიზმის პერიოდში უწია, სახვითი ხელოვნების ისტორიაში თავი დაიმკვიდრა, როგორც – „გენიალურმა მხატვარმა”, ხოლო ალკოჰოლიზმის ისტორიაში კი, როგორც – „გენიალურმა ალკოჰოლიკმა”. და ეს ყოველივე იმის ფონზე, როდესაც აბსენტით მთვრალმა ხელის ერთი მოძრაობით მოიკვეთა ყურის ბიბილო, და ეს ყოველივე იმის ფონზეც, როდესაც აბსენტით მთვრალმა ტყვია დაიხალა და სიცოცხლეს გამოეთხოვა. ალკოჰოლმა, ისევე როგორც სახვითმა ხელოვნებამ, ვან გოგი 30 წლის ასაკში გაიტაცა. (ავტორი გენია.ჯი) ნიდერლანდელმა გენიოსმა სხვადასხვა სახეობის სპირტიან სასმელებს შორის არჩევანი აბსენტზე შეაჩერა და მისი მუდმივი მომხმარებელი გახდა (აბსენტის ერთ-ერთმა მწარმოებელმა ფირმამ თავის ბრენდად „ვან გოგის” სახელი შეარჩია და არც შემცდარა, რადგან ძალიან დიდი ფული იშოვა). მხატვრის ბიოგრაფები ხაზს უსვამენ, რომ სწორედ აბსენტია „დამნაშავე” მისი გენიის გამობრწყინებაშიო.

ნიდერლანდელი ალკოგენიის მუდმივ თანამეინახეებს სუფრაზე პარიზელი მეძავების გარდა წარმოადგენდნენ ისეთი სახელოვანი პერსონები, როგორებიც იყვნენ – პოლ გოგენი და ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი. ვინსენტის მსგავსად, ალკოჰოლის მოყვარულ მის მეგობარს – პოლ გოგენს ექიმები კატეგორიულად უკრძალავდნენ სპირტიანი სასმელების მიღებას გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, თუმცა მას მედიკოსთა რეკომენდაციებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და ტაიტიზე ჩასვლისთანავე პირველი რაც გააკეთა – 150 ლიტრი აბსენტის შეძენა იყო. „რაღა თქმა უნდა, ბევრი არ უნდა დალიო, თუმცა კი, ხშირ-ხშირად უნდა დალიო”. – ამ სიტყვების ავტორი ვან გოგის მეორე მეგობარი – ტულუზ-ლოტრეკი გახლდათ. აბსენტისა და მონმარტის საროსკიპოების მოყვარულმა ლოტრეკმა, მის მიერ 1887 წელს დახატულ ვინსენტის პორტრეტზე მრავლისმეტყველად გამოსახა აბსენტით სავსე ჭიქა. – (ავტორი გენია.ჯი)

პოლ გოგენის მიერ 1887 წელს დახატული „ვინსენტ ვან გოგის პორტრეტი”.

აბსენტი – „ვან გოგი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>