რა ურჩია პერონმა ტრუხილიოს?
„თავს გაუფრთხილდით, თქვენო ბრწყინვალესობავ. ეკლესიას ვერ მოერევით. გახსოვდეთ, მე რაც დამემართა. სამხედროებს არ დავუმარცხებივარ, მღვდლებმა დამცეს ბეჭებზე. ის ნანციუსი, ვატიკანი რომ გიგზავნით, ზუსტად ისეთივეა, ჩემთან რომ მოავლინეს, როცა ანაფორიანებთან დავიდარაბა დაიწყო. მასთან ფრთხილად იყავით!” – ასეთი მრავლისმეტყველი რჩევა მისცა პალასიო ნასიონალში სასწრაფოდ მისულმა არგენტინის ექს-პრეზიდენტმა – ხუან დომინგო პერონმა (1895-1974 წლები) დომინიკის რესპუბლიკის დიქტატორ პრეზიდენტს – რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს (1891-1961 წლები) მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ, ქვეყანაში, სადაც იგი უკვე შვიდი თვეა აფარებდა თავს, პაპის სპეციალური წარმომადგენელი, ნუნციუსი – ლინო სანინი მიავლინა. (ავტორი გენია.ჯი) ხუან პერონმა, რომელმაც ნუნციუსის ჩასვლისთანავე ჩაალაგა ჩემოდნები და ქვეყანა დატოვა, საკუთარი გამოცდილებიდან შესანიშნავად უწყოდა, რომ ამ ნაბიჯის უკან დიდი პოლიტიკური ინტრიგები იყო დაგებული და არც შემცდარა: რამდენიმე ხანში (1952 წელი) დომინიკის რესპუბლიკის სასტიკი დიქტატორი იძულებული გახადეს თანამდებობა დაეტოვებინა. – (ავტორი გენია.ჯი)
ხუან პერონი