გალილეო გალილეი იგონებდა…
„მე რომში ჩამოვედი 1633 წლის 10 თებერვალს და ვენდე მოწყალე წმინდა ინკვიზიციასა და წმინდა მამას, რომლისთვისაც მე არაფრით არ ვიყავი საინტერესო, რადგან არ შემეძლო ეპიგრამებისა და სასიყვარულო სონეტების შეთხზვა. ჯერ სამების ციხეში ჩამაგდეს მთაზე, მეორე დღეს კი ინკვიზიციის კომისარი მესტუმრა და თავისი ეტლით წამიყვანა.
გზად რაღაც შეკითხვებს მაძლევდა და გამოთქვა სურვილი, რომ შემეწყვიტა სკანდალი, გამოწვეული იტალიაში ჩემი აღმოჩენით, დედამიწის მოძრაობის შესახებ. ყველა მათემატიკურ მტკიცებაზე, რაც შემეძლო მისთვის დამეპირიპირებინა, პასუხს მაძლევდა წმინდა წერილის სიტყვებით: „მიწა იყო და იქნება უძრავი უკუნითი უკუნისამდე”.
ასეთი საუბრით ჩავედით წმინდა ინკვიზიციის სასახლეში. მე წარვდექი კონგრეგაციის წინაშე, რომელიც დანიშნული იყო არა იმისათვის, რომ გავესამართლებინე, არამედ იმისათვის, რომ დავესაჯე. მე ჩემი არგუმენტები გადმოვულაგე, მაგრამ ყველა ცდამ ამაოდ ჩამიარა, ვერაფერი გავაგებინე. (ავტორი გენია.ჯი) ყველა საბუთზე პასუხს მაძლევდნენ საღვთო წერილის ტექსტით, რაც იესო ნავინის სასწაულს ეხება. მეც ჩემის მხრივ დავიმოწმე დაბადების ეს გარკვეული სიტყვები, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ „ზეცა მყარია, კრიალა, მსგავსად ბრინჯაოს სარკისა”. ვცდილობდი დამემტკიცებინა წერილის პირდაპირი გაგების უაზრობა: ასეთი ახსნა ხომ ხალხებს უმეცრების ღრმა ჭაობში ახრჩობს.
ამის პასუხად ლანღვა-გინებით ამიკლეს”. – (ავტორი გენია.ჯი)