Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„იყო და არა იყო რა… მადლობა თქვენდა, მშვენიერო მშობლიურო ზღაპრებო! რამდენი სიკეთე, სინაზე და სიყვარულია ჩაქსოვილი თქვენს ჩუქურთმებში! რამდენი მიფიქრია, მინატრია და მიოცნებია თქვენი შთაგონებით! მალამოსავით ედებოდით მუდამ ჩემს ნაიარევ და ტკივილიან გულს. თავის უბედო ბედს მინდობილი ბალღი თქვენ გადაგყავდით იმ ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ბოროტება ვერ გაიხარებს, ხოლო სიკეთის გამარჯვება გარდუვალია.
ეჰა, ჩემი ნება რომ იყოს, დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, ვასწავლიდი უთვალავ ზღაპარს, რათა თავიანთ პატარებს აკვნიდანვე დაანათლონ ხალხური სიბრძნის გაუმქრალი ნათელი”.