ილია რეპინი – „ეპიზოდი”

გენიალური რუსი მხატვარი და მოქანდაკე – ილია რეპინი (1844-1930 წლები), რომელიც ძალიან უფრთხილდებოდა საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სუფთა ჰაერით სუნთქვას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით მოღვაწე ხელოვანის ოთახში არსებულ არც ერთ ფანჯარას არ გააჩნდა შუშები წლების განმავლობაში. იგი არა მხოლოდ თავის შთამომავლებს მოუწოდებდა ღია ფანჯრებში ეძინათ ზამთარ-ზაფხულ, არამედ ყველა ბავშვსაც ამავე რეკომენდაციით მიმართავდა. ილიას ქალიშვილი – ვერა რეპინა იგონებდა, რომ მას ზამთარში ხშირად უნახავს ოთახიდან გამოსული ულვაშებგაყინული მამა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ რეპინის სახელოსნოშიც ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორც მისივე ოთახში – არც ერთ ფანჯარას წელიწადის არც ერთ დროს მინები არ ჰქონია. საყურადღებოა-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ მხატვრის სახელოსნოში გამეფებული საშინელი სიცივის გამო არაერთმა ცნობილმა ადამიანმა უთხრა უარი რეპინს საკუთარი პორტრეტის დახატვაზე, რამაც თავის მხრივ, მსოფლიო სახვით ხელოვნებას არაერთი შედევრი-ტილო დააკლო. ერთ-ერთი ცნობადი სახე, ვინაც რეპინის შეთავაზება არ მიიღო, რუსი ნობელიანტი მწერალი – ივანე ბუნინი გახლდათ. მან ილიას თავისი პორტრეტის დახატვაზე უარი მხოლოდ იმ მოტივით უთხრა, რომ „არ სურდა გაყინულიყო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>