იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მწერალი, პოეტი და მოაზროვნე - იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749-1832 წლები) ხშირად ამახვილებდა ყურადღებას თავისი მეგობრის, „ევროპის კავშირის” (ევროკავშირის) ჰიმნის გერმანელი ავტორის – ფრიდრიხ შილერის ერთ უჩვეულო თვისებაზე. კერძოდ კი, იმაზედ, რომ დიდებულ გერმანელ პოეტს შთაგონებისათვის თავის სამუშაო კაბინეტში ყოველთვის ეწყო საწერ მაგიდაზე – დამპალი ვაშლები. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იგი, არასოდეს ამახვილებდა ყურადღებას პირად უცნაურ თვისებებზე. მსოფლიო ლიტერატურის ტიტანს, რომელსაც საშინლად სძულდა ნიორის სუნი და ძაღლის ყეფა, არ ენდობოდა სათვალეებიან ადამიანებს, გაცივების შიშით უკიდურესად აფრთხობდა – ორპირი ქარი. „ფაუსტის” შემოქმედი გენიოსი მუშაობას ისეთ გარემოში ანიჭებდა უპირატესობას, სადაც ფანჯრებზე მუქი ფარდები იყო დაშვებული და სადაც სუფთა ჰაერი თითქმის არ მოძრაობდა. პოეტს მანიაკალურად ეშინოდა ორპირი ქარის-თქო და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, არც თუ ისე ტყუილუბრალოდ… გოეთე გაცივების შედეგად განვითარებულ გრიპის ინფექციას ემსხვერპლა. ამ გარემოებათა გათვალიწინებით საყურადღებოა მისი უკანასკნელი ფრაზაც: „გთხოვთ, დახურეთ ფანჯარა”. – (ავტორი გენია.ჯი)