„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ძალადობის და დაბეჩავების გამმაგრებელი იარაღი ყოველთვის ხალხის უგუნურება ყოფილა და აწიც ეგრე იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბედის დამორჩილება გლახაკების წესია. ადამიანი თავისთვის ბედი თვითონ უნდა იყოს”.
* * *
„ცუდი საქმე ჯერ არავის შერჩენია”.
* * *
„ადამიანის ბედისწერას ეშმაკიც თან ახლავს და ანგელოზიც”.
* * *
„უნდა გამოვტყდე, ამაზე ბევრჯერაც მიფიქრია, და დაჯერებულიც ვარ, რომ ბევრში ნადირი გვჯობია. ნადირი თავის დღეში თავის ჯიშს არ ერჩის. ხომ გაგიგონიათ: მგელი მგლის ტყავს არ დახევსო. კაცი კი კაცის მტერია, თავის ჯიშს არ ინდობს, მუხანათური გულით ერთიმეორესთვის სიკეთე და კეთილი ცხოვრება გვეშურება და ერთმანეთს სისხლისაგან ვცლით. მე და ჩემმა ღმერთმა,, რომ საძაგლები ვართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბოროტებამ და უზნეობამ თუ ერთხელვე აილესა კბილები, მერე მშვიდობით, კეთილცხოვრებავ, ვიდრე ყველაფერს არ დაჭამს, არ შეჩერდება”.
* * *
„თურმე ყოველ ცუდს ახლავს თავისი შესაფერი სიკეთეც”.
* * *
„ჭეშმარიტება ძლიერი მთქმელია ყოველთვის და მძიმე ასატანი”.
* * *
„ქალმა თუ თავს აკადრა, ქმარს ისე გამოაყეყეჩებს, როგორც უთვალოს და უყუროს”.
* * *
„ვინც გიყვარს, იმის სიშორე და ვინც არ გიყვარს მისი სიახლოვე ბარბაროსული თავის დასჯაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„