Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ეჰ! აღარ იცის კაცმა, რა სჯობია – ის თუ ჩვენი მამა-პაპანი უძეოდ გადასულიყვნენ და ამით შთამომავლობა გავენთავისუფლებიეთ ამ წუთისოფელთან წუთიერი სტუმრობისაგან და სიკვდილის განცდის აუცილებლობისაგან, თუ ის, რომ გაგვაჩინეს და ერთი საუკუნე მეორეში კისრის ტეხით გვისვრის და ცხოვრების ქვაბში ხან ვიწვით და ხან ვიხარშებით, იმისათვის, რომ ბოლოს დაგვაძახონ: „მიწა იყავ და მიწად იქეციო”. საკვირველია! ვერ გამიგია რა გავაკეთეთ, რომ მოვედით და რას წავახდენდით, რომ არ მოვსულიყავით”.