მაო ძედუნი – „ეპიზოდი”
1958 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის – მაო ძედუნის უშუალო ინიციატივით, ამ უზარმაზარმა ქვეყანამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ბეღურებს. სოფლის სამეურნელო პროდუქტისა და მოსავლის განადგურების მოტივით ბეღურებთან წარმოებულმა ომმა ჩინეთში მათი მასობრივი მოსპობა გამოიწვია, რაც კომუნისტურ ქვეყანას განუზომლად დიდ ზარალად დაუჯდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, სანამ ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი კარგად გაათვითცნობიერებდა შედეგს ბეღურებთან წარმოებული ომისა, მანამ, 1959 წელს, მან კიდევ ერთი ოდიოზური გადაწყვეტილების მიღება მოასწრო. იმ პერიოდის ჩინეთში მტაცებელი ცხოველების მიერ ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი იქნა დაფიქსირებული. შედეგად, მაო ძედუნმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში – ვეფხვი, მგელი და ლეოპარდი ოფიციალურად გამოცხადდნენ – „ხალხის მტრებად”. ფაუნის ამ უნიკალურ წარმომადგენლებზე სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილმა დაუნდობელმა ნადირობამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვეფხვების, მგლებისა და ლეოპარდების პოპულაცია ერთობ დასცა და ისინი გადაშენების საფრთხის წინაშეც კი დააყენა. განსაკუთრებით ამ მხრივ ვეფხვები დაზარალდნენ, რადგან მაო ძედუნის მიერ გამოცხადებულ ომს ამ უმშვენიერესი ცხოველების 75 % ემსხვერპლა ჩინეთში. – (ავტორი გენია.ჯი)