ანა ახმატოვა – „ეპიზოდი”
„შენი ლექსები ოჯახს შეარცხვენს”. – ასეთი ვერდიქტი გამოუტანა თავდაპირველად მამამ – ანდრეი გორენკომ თავის წმაწვილ-ქალიშვილს – ანა ახმატოვას, როდესაც მის პოეზიას გაეცნო. (ავტორი გენია.ჯი) საქმრო, სახელგანთქმული რუსი პოეტი – ნიკოლოზ გუმილევი გოგონას სთავაზობდა, რომ პოეზიაზე სამუდამოდ აეღო ხელი და ცეკვით დაკავებულიყო, რადგან, ეს უკანასკნელი მას პირველზე ბევრად უკეთ გამოსდიოდა. ახმატოვასვე გადმოცემით, მისი უახლოესი მეგობარი, ებრაული წარმომავლობის მქონე ნობელიანტი რუსი პოეტი – ბორის პასტერნაკი, პრაქტიკულად, არასოდეს კითხულობდა მეგობარი გოგონას ლექსებს და, თუკი ოდესმე მისი ლექსების გარჩევაზე მიდგებოდა საქმე, მუდმივად გაიძახოდა დიდი ხნის წინ წავიკითხე და ახლა კარგად არ მახსოვსო. მიუხედავად ყველაფრისა, ახმატოვას ლექსები პირველად მაინც ნიკოლოზ გუმილევმა გამოაქვეყნა თავის ჟურნალში და ბედის ირონიით, მასზე დიდი პოპულარობაც მოიპოვა პოეზიის სამყაროში. მისტიციზმს – ფილოსოფიურ და თეოლოგიურ სწავლებას, რომლითაც მაგიური ახმატოვა იყო გატაცებული, გუმილევი ანას წარმატების უმთავრეს გასაღებად მიიჩნევდა. „მე ცოლი კი არა, ჯადოქარი მოვიყვანეო”, – მრავლისმეტყველად წერდა გუმილევი მოგვიანებით. – (ავტორი გენია.ჯი)