მარი ანტუანეტი – ლუი XVI დე ბურბონი
რამდენიმე ასეული წლის წინათ – გვარის გაგრძელება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზრუნავს წარმოადგენდა სამეფო ოჯახისათვის, რადგან მასზე დიდწილად იყო დამოკიდებული არა მხოლოდ სამეფო ოჯახის, არამედ მთელი ერის შემდგომი ბედი და მომავალი. (ავტორი გენია.ჯი) ეს საზრუნავი იმდენად ფასეულიც კი გახლდათ, რომ მეფისა და დედოფლის პირველ თაფლობის ღამეს თვალყურს ადევნებდა მონარქის რამდენიმე უერთგულესი ქვეშვრდომი. გარდა ამისა, მათი სერიოზული დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა დედოფლის ფეხმძიმობისა და მშობიარობის პროცესებიც. ამის ნათელი მაგალითია ტრაგიკული აღსასრულის მქონე საფრანგეთის ეპატაჟი დედოფალი, ლუი XVI დე ბურბონის (1754-1793 წლები) მეუღლე - მარი ანტუანეტი (1755-1793 წლები), რომლის მშობიარობასაც ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად, იმდენად ბევრი ხალხი დასწრებია, რომ მოლოგინებულ დედოფალს უჰაერობისაგან გონებაც კი დაუკარგავს. ლუისა და ანტუანეტის ინტიმური ურთიერთობა ფართო მასებში განსჯის საგნად იყო ქცეული. სამეფო ოჯახის სექსუალურ ცხოვრებას განიხილავდნენ სწავლულებიც. მაგალითად, მარი ანტუანეტისა და ლუი XVI დე ბურბონის ქორწინების დეტალებს რამდენიმე სამეცნიერო ტრაქტატი მიეძღვნა. მეფე-დედოფლის ინტიმური ურთიერთობების, მათ შორის, ურთიერთშეუთავსებლობის შესახებ მსჯელობდნენ მოსამართლეები, სახელმწიფო მოხელეები და დიპლომატებიც კი. საღვთო რომის იმპერატორი – იოზეფ II, თავის წერილებში დაწვრილებით აღწერს იმ გარემოებას, თუ, რაოდენ ცუდი მამაკაცი იყო საწოლში ფრანგი მონარქი. „ლუი მეთექვსმეტეს ისევე სჭირდება გამათრახება, როგორც ვირს, რათა მან კარგად გაიგოს, რა სურს მის ვნებიან ცოლსო”. – მრავლისმეტყველად წერდა ფრანგი მეფის შესახებ საღვთო რომის იმპერატორი – იოზეფ II. – (ავტორი გენია.ჯი)