მუსიკალური ნოტები – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, თანამედროვე მუსიკალური ბგერის გრაფიკული პირობითი ნიშნების – „ნოტების სისტემას” საფუძველი შუა საუკუნეების იტალიელმა მუსიკის თეორიტიკოსმა და პედაგოგმა, ბენედიქტელმა ბერმა – გვიდო დ’არეცომ (990-1050 წლები) ჩაუყარა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა, რომ შვიდი ნოტიდან თითოეული ნოტი წარმოადგენს არა მხოლოდ მუსიკალური ბგერის გრაფიკულ ნიშანს, არამედ ყოველი მათგანი შეცავს თავის აზრს. ასე მაგალითად:
დო (Do) – „Dominus” (ღმერთი)
რე (Re) – „Rerum” (მატერია)
მი (Mi) – „Miraculum” (სასწაული)
ფა (Fa) – „Familias planetarium” (მზის სისტემა)
სოლ (Sol) – „Solis” (მზე)
ლა (La) – „Lactea via” (ირმის ნახტომი)
სი (Si) – „Siderae” (ზეცა)
გვიდო დ’არეცო