ენდრიუ კარნეგი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკელმა მეწარმემ, მულტიმილიონერმა და ფილანთროპმა - ენდრიუ კარნეგიმ (1835-1919 წლები) თავისი უზარმაზარი ქონების ოთხმოცდაათი პროცენტი ისეთი სახის საქველმოქმედო ღონისძიებებს მოახმარა, რომლებიც სრულად ესადაგებოდა მისივე იდეალებს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ფინანსურად უანგაროდ ეხმარებოდა მუზეუმებს, უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა კულტურულ დაწესებულებებს. თუმცა, კარნეგიმ ყველაზე დიდი ქველმოქმედება მაინც ბიბლიოთეკების დაარსებაზე გასწია. მისი უშუალო დაფინანსებით გახსნილი იქნა უამრავი ბიბლიოთეკა. და გახსნილი იქნა არა მხოლოდ ენდრიუს სამშობლოში, არამედ კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ფიჯიშიც კი. საერთო ჯამში, კარნეგის სახელს 2 509 სხვადასხვა ბიბლიოთეკის დაარსება უკავშირდება. თავმდაბალი ბუნების მქონე მეწარმის მოკრძალებული თხოვნა იყო, რომ მისი ფინანსებით აგებულ ბიბლიოთეკებს ენდრიუს საპატივცემულოდ კარნეგის სახელი არას დიდებით მინიჭებოდათ. ერთადერთი თხოვნა, რომელსაც იგი ბიბლიოთეკის მშენებლებს აძლევდა, იყო ის, რომ ყოველი ბიბლიოთეკის ფასადზე ამოეჩუქურთმებინათ ამომავალი მზის სხივები შემდეგი წარწერით – „დაე, იყოს სინათლე!” – (ავტორი გენია.ჯი)