ჯაკომო ლეოპარდი წერდა…
„როგორც კი სკოლა დავამთავრე და ცხოვრებაში ფეხი შევდგი, ჩემს თავს სიტყვა მივეცი, არ მექო არავინ და არაფერი, რასაც მართლა ქების ღირსად არ მივიჩნევდი. ეს განუხორციელებელი გადაწყვეტილება არა მარტო ჭეშმარიტების გულმხურვალე სიყვარულის, არამედ ჩემი ჭაბუკური გამოუცდელობისა და გულუბრყვილობის შედეგიც გახლდათ. აღთქმის დადებიდან მთელი წელი ისე გავიდა, რომ ერთხელაც არ მომცემია შემთხვევა, ვინმე ან რამე შემექო და, მართალი გითხრათ, შიშმა ამიტანა: სკოლაში იმდენი მაწვალეს, ენკომიური, ანუ სახოტბო მჭერმეტყველების იმდენი ნიმუში მაზუთხვინეს და ახლა, თუ ცოტას მაინც არ წავივარჯიშებ ქებაში, ვაითუ ყველაფერი დამავიწყდეს-მეთქი. ასე რომ, საჩქაროდ გავტეხე ფიცი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უაზრო სიცოცხლე საერთოდ არ გვიტოვებს იმის სურვილს, რომ იცოცხლო, ვინაიდან სიცოცხლე ბედნიერების გარეშე სიკეთე კი არ არის, არამედ ბოროტება”.
* * *
„თუ გვსურს, რაც შეიძლება მეტი უბედურება ავიცილოთ თავიდან, ყველაზე უკეთესი საშუალება ის გახლავთ, რომ თვითონვე ვიზრუნოთ ჩვენს თავზე და ჩვენს საქმეებზე”.
* * *
„ყველა ადამიანი, ასე თუ ისე, ერთმანეთსა ჰგავს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი თვისებებითაც და ბედისწერის განჩინებითაც”.
* * *
„ის, რაც არ არსებობს, არც მოკვდება, და ამიტომ არარსებობიდან იღებს დასაბამს ყოველი არსი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოკვდავ არსთა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი სხვა არა არის რა, თუ არა უწყვეტი ჭკნობა და კვდომა”.
* * *
„მშვენიერება კი არა, არამედ ჭეშმარიტება”.
* * *
„მშვენიერება მარტოოდენ ბუნებით დადგენილ შესაბამისობაზე როდია დამოკიდებული, მეტიც, შეიძლება სულაც არ იყოს დამოკიდებული მასზე. ის უცილობლად განპირობებულია ჩვენი შეხედულებებით, რომლებიც ჩვეულებების, მიდრეკილებების და სხვა მისთანათაგან იღებენ დასაბამს. ასე რომ, მშვენიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიაჩნია ადამიანს შესაბამისად. ამიტომ მშვენიერი იქნება მხოლოდ ის, რაც ადამიანს შესაბამისობად, ანუ, რაც იგივეა, მშვენიერებად ესახება”.
* * *
„განათლებულ ხალხებს უმეტესწილად კარგი გემოვნება აქვთ, ვინაიდან განათლება ბუნებასთან აახლოებს ადამიანებს”.
* * *
„ადამიანთა უბედურებებს ვერც დაითვლი და ვერც დაიტირებ”. – (ავტორი გენია.ჯი)