ასე ჩაეყარა საფუძველი დიაგნოსტიკას პულსის გასინჯვის გზით…
„ალ-შეიხ-ალ-რაისი” – (ლიდერი ბრძენთა შორის), „შარაფ-ულ-მულქი” – (ქვეყნის სიამაყე), „ჰაკამი ბუზურგი” – (დიდი მკურნალი) – ასეთი საპატიო ტიტულებით აღჭურვეს სიცოცხლეშივე შუა საუკუნეებში მოღვაწე გენიალური სპარსი ექიმი, ფილოსოფოსი და სწავლული - აბუ ალი იბნ სინა (980-1037 წლები), იგივე – ავიცენა მადლიერმა თანამემამულეებმა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტერმინი „მედიცინა” წარმოიშვა ლათინიზირებული „მადად სინა”-დან, ანუ „განკურნება სინასგან”, უფრო შემოკლებული ვარიანტით – „მეთოდი სინასგან”. უამრავ სხვა სამედიცინო მიღწევებთან ერთად, ავიცენამ საფუძველი ჩაუყარა დიაგნოსტიკას პულსის გასინჯვის გზით. ის თუ, როგორ ჩაეყარა საფუძველი ზემოაღნიშნულ სამედიცინო მეთოდს, გავრცელებულია ერთი ფრიად საინტერესო ისტორია: ერთ-ერთი მდიდარი ბუხარელი ვაჭრის ქალიშვილი უცნაური დაავადების გამოისობით ფიზიკურად ძალიან ჩამოდნა. ექიმებმა დიაგნოზი ვერ დასვეს და შესაბამისად, ვერც უმკურნალეს ავადმყოფს. მაშინ სასოწარკვეთილმა მამამ ბუხარაში თვით ავიცენა მიიწვია. თანამედროვე უზბეკეთის ამ უმშვენიერეს ქალაქში ჩასულმა გენიალურმა მედიკოსმა ავადმყოფი გოგონა ბუხარის ქუჩებში ჩასვლისთანავე გაასეირნა და დაიწყო იმ ქუჩების ჩამოთვლა, რომელიც მათ ფეხით გაიარეს. სეირნობის დროს ავიცენას ყმაწვილი ქალის მაჯა ხელიდან არ გაუშვია და საგულდაგულოდ აკვირდებოდა სისხლძარღვის კედლის პერიოდულ რიტმულ გაფართოებას, ანუ პულსს. (ავტორი გენია.ჯი) სახლში დაბრუნებულმა ავიცენამ მოითხოვა იმ ადამიანთა სია, რომლებიც მოპირდაპირე ქუჩაზე ცხოვრობდნენ. სიაში ჩამოწერილი სახელების წაკითხვა დიდმა სპარსმა სწავლულმა ხმამაღლა ისე დაიწყო, რომ გოგონას მაჯისათვის ხელი არ შეუშვია. როდესაც ერთ-ერთი მათგანის სახელი წაიკითხა, მოულოდნელად ავიცენა შეჩერდა, მრავლისმეტყველად გაიღიმა და დასკვნაც (დიაგნოზიც) დასვა: მდიდარი ბუხარელი ვაჭრის ქალიშვილი შეყვარებული იყო. ეს მან მაშინ დაადგინა, როდესაც მოპირდაპირე ქუჩაზე მაცხოვრებელი მეზობელი ბიჭის სახელის წაკითხვისას გოგონას პულსმა უმალვე განიცადა ცვალებადობა. როგორც შემდგომში გაირკვა, ყმაწვილ ქალს ეშინოდა იმისა, რომ მამისათვის გაემხილა თავისი გულისნადები, რადგან მისი სატრფო მათგან განსხვავებით – ღარიბი იყო. ეს კი ომ პერიოდში შეყვარებული წყვილის დაქორწინებას გამორიცხავდა. ამ მეთოდით ავიცენამ არა მხოლოდ გოგონას სიცოცხლე იხნა გარდუვალი სიკვდილისაგან, არამედ საფუძველი ჩაუყარა დიაგნოსტიკას პულსის გასინჯვის გზით. – (ავტორი გენია.ჯი)