კლავდიუს გალენოსი – „ეპიზოდი”
ისტორიკოსთა მტკიცებით, სახის საცხი პირველად ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალურმა ძველ რომაელმა ექიმმა, ბუნებისმეტყველმა და ფილოსოფოსმა – კლავდიუს გალენოსმა ( 129-216 წლები) დაამზადა. (ავტორი გენია.ჯი) მდიდარი არქიტექტორის – ნიკონის ინტელექტუალმა ვაჟმა II საუკუნის დასაწყისში თაფლის ცვილის, ვარდის წყლისა და ნუშის ზეთის ნარევისაგან დაამზადა პირველი სახის საცხი, რომელსაც სახელად – „გალია” უწოდა. მიუხედავად დიდი ფასისა, ამ ინოვაციურმა პროდუქტმა მაინც მალე დაიდო ბინა მდიდარი და გავლენიანი რომაელი ქალბატონების სპეციალურ ზარდახებში. ზარდახებში, რომელთაც, ცნობისათვის, – „ქალთა სამყაროს” უწოდებდნენ იმ პერიოდში. სახის საცხის გამოჩენას თან მოჰყვა „კოსმეტების” ინსტიტუტის ჩამოყალიბებაც. „კოსმეტები” წარმოადგენდნენ იმ მონებს, რომლებიც დახელოვნებული იყვნენ სახის საცხების წასმასა და მაკიაჟის გაკეთებაში. მდიდარი რომაელი ქალბატონები ხშირად სარგებლობდნენ „კოსმეტების” მომსახურებით, რის გამოც მათ პირად საკუთრებაში ხშირად, რამდენიმე მონა-კოსმეტიც კი იმყოფებოდა. მოგვიანებით, „კოსმეტებმა” მდიდრული აგარაკებიდან „მარადიული ქალაქის” საერთო აბანოებში გადაინაცვლეს და იქვე დამკვიდრნენ. შედეგად, მათ ძირითად ფუნქციას კიდევ ერთი ფუნქცია – მასაჟის გაკეთება დაემატა თან. – (ავტორი გენია.ჯი)