Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ერთი მზეთუნახავის ამბავი გამიგონია, რომ თავის სიმშვენიერით ყველას თვალს სჭრიდა, მაგრამ კოშკის მისავალში ისეთი თილისმური გზაჯვარედინი ჰქონდა თურმე, რომ ვინც იმას გადააბიჯებდა, ყველა კისერსა და კინჩხს იტეხავდაო. ამიტომ მზეთუნახავსაც ვერავინ ვერ დაეპატრონაო. მისი არ იყოს, ისეა ჩვენი კურთხეული ქვეყნის საქმეც. ობოლი მარგალიტივით გამოიყურება ეს დალოცვილი და ყოველი თვალხარბი და გაუძღომელი მის დასარბევად მოძრწის, მაგრამ, ღვთის მადლითა და განჩინებით, საქართველოზე ავად ხელის ამწევი ჯერ არ გახარებულა და არც აწი გაიხარებს. ამბობენ, სალ კლდეთა შორის აღზრდილი ფრინველი ყველაზე მეტად გამძლეაო, და ჭეშმარიტად ამას ვამართლებთ ჩვენ, რომ მრავალ საუკუნეთა მანძილზე არსებობისთვის საბრძოლველი ფარი და ხმალი ვერც ერთმა ურდომ ვერ გარდაგვიტეხა და რაც უნდა მივეფერფლოთ, სული კვლავ ცოცხალია”. – (ავტორი გენია.ჯი)