ნიკოლა ბუალო-დეპრეო – „ეპიზოდი”
დიდ ფრანგ პოეტსა და კლასიციზმის თეორიტიკოსს – ნიკოლა ბუალო-დეპრეოს (1636-1711 წლები) საფრანგეთის სამეფოში „ყველაზე სწავლული კრიტიკოსის” სახელი ჰქონდა გავარდნილი. (ავტორი გენია.ჯი) იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბურბონების სამეფო კარზე და ხშირად მართავდა სხვადასხვა საკითხებზე აუდიენციებს „მეფე-მზედ” წოდებულ ლუი მეთოთხმეტესთან. ხშირად მეფისა და პოეტის საუბრის თემა პოეზია იყო, რადგანაც ხლოვნების ამ უმშვენიერესი ფორმის ტრფიალით გამოირჩეოდა ფრანგი მონარქი. და არა მარტო გამოირჩეოდა, არამედ თავადაც წერდა ლექსებს. თუმცა-კი, ერთობ უგემოვნო ლექსებს. ერთ-ერთი ასეთი დიალოგის ჟამს, ლუიმ ბუალოს თავისი ახალი ლექსები წაუკითხა და მათი შეფასება სთხოვა. თავისი პირდაპირობითა და გონებამახვილობით გამორჩეულ პოეტს მეფის მდარე ლექსები რაღა თქმა უნდა არ მოეწონა, მაგრამ, რადგანაც იგი ყოვლისშემძლე მბრძანებლის მიერ იყო დაწერილი, გონებას ძალა დაატანა და ფრანგი მონარქის ახალ ლექსებს ერთომ სხარტი შეფასება მისცა: „ – თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ ყოველთვის და ყველაფერში სრულყოფილი ბრძანდებით. ასევეა ამ შემთხვევაშიც, რადგან თქვენ ჩაიფიქრეთ დაგეწერათ უღიმღამო ლექსები და ეს საუკეთესოდ და სრულყოფილად გამოგივიდათ”. – (ავტორი გენია.ჯი)