„სინათლე არ ჩააქრო!”
„მისმინე, ვინც არ უნდა იყო, არ დაიძინო, სინათლე არ ჩააქრო, გესმის? რაიმე გაიხსენე ისეთი, რაც არ დაგაძინებს, დანაშაული ან სიყვარული: ვინმეს სიკვდილი გაიხსენე, ან ის, ოდესღაც როგორ გაწამეს, გაიხსენე, ვინც შენ გააგდე, ან ვინც თავიდან მოგიშორა. ვინც მოატყუე ან ვინც გაგწირა… ანდა ლექსი დაწერო ეგებ. არა წერ ლექსებს? დაწერე ლექსები, მეგობარო. ან ეგებ წერილი გაქვს მისაწერი, რომელსაც რა ხანია ელოდებიან. გაიხსენე, ნუ დაიძინებ. ეს ერთი ღამე გადმოგვიგდე, თუმცა არ მიცნობ და არც არაფრით დამიმსახურებია. არ დაიძინო, სინათლე არ ჩააქრო… ენთოს სინათლე”… – (ავტორი გენია.ჯი)