აფრონავტები
გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის კოსმოსური სივრცის შესასწავლად და ასათვისებლად ნამდვილი შეჯიბრი იყო გაჩაღებული. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იმ პერიოდში თურმე, კიდევ ერთი სახელმწიფო ცდილობდა ყველასათვის დაესწრო და ორბიტაზე პირველად თავად გაეყვანა ადამიანი. და ეს სახელმწიფო, რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა გვეჩვენოს, ერთ-ერთი უღარიბესი აფრიკული სახელმწიფო – ზამბია გახლდათ. ამ საკვირველი ფაქტის შესახებ არაფერი იწერებოდა არც საბჭოთა და არც ამერიკულ პრესაში, რადგან ჟურნალისტებისათვის წარმოუდგენელი რამ იყო ზამბიას გასჩენოდა კოსმოსის ათვისების ამბიციები. და მართლაც, ზამბია წარმოადგენდა იმ აგრარულ ქვეყანას, რომელიც აღსავსე იყო უამრავი სოციალური პრობლემებით. ამ დროს კი იგი ოცნებობას ბედავდა პირველი გაეშვა კოსმოსში ადამიანი! და არა მარტო ოცნებობდა, არამედ შეჰქმნა კიდეც კოსმოსური ცენტრი, სადაც კოსმოსში გასასვლელად ამზადებდნენკანდიდატებს. ზამბიელებმა კოსმოსში გაფრენის მოსურნე პირველ კანდიდატებს, როგორც წესი, ასტრონავტები კი არ უწოდეს, არამედ - „აფრონავტები”.
ამის დაჯერება თითქოს რთულია, თუმცა თვალს თუ გადავავლებთ განვლილ ისტორიას, ამ ისტორიის დამადასტურებელ უამრავ დოკუმენტურ ფაქტს აღმოვაჩენთ. ზამბიის კოსმოსურ პროგრამას საფუძველი მისივე მომავალმა ხელმძღვანელმა - ედვარდ ფესტუს მაკუკა ნკოლოსომ (1919-1989 წლები) ჩაუყარა. იგი საგანგებოდ და სიღრმისეულად ეცნობოდა დიდი რუსი მეცნიერის – კონსტანტინე ციოლკოვსკის ნაშრომებს ასტრონავტიკის შესახებ და როგორც კი ზამბიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, უმალვე (1960 წელს) კოსმოსური ცენტრიც გახსნა.
პირველი ჯგუფი ზამბიელი „აფრონავტებისა” არ იყო დიდი, თუმცა ისინი ძალიან მაღალ დონეზე იყვნენ მომზადებული. ქვეყნის მთავრობა აქტიურ გულშემატკივრობას კი უწევდა მაკუკას კოსმოსურ პროექტს, მაგრამ საჭირო ფინანსებს არ აწვდიდა. ამიტომ იგი იძულებული გახდა ფინანსური დახმარება „იუნესკოსთვის” ეთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. ზამბიური კოსმოსური პროგრამა ფინანსური პრობლემების გამო ნელა მიიწევდა წინ. მიუხედავად ამისა, მათ კოსმოსში გაფრენის დროც კი დაასახელეს – 1964 წლის 24 ოქტომბერი. მაგრამ ზამბიელთა ოცნებას ასრულება არ ეწერა, რადგან კოსმოსური პროგრამა უფულობისა და სხვა რიგი მიზეზების გამო საერთოდ შეწყდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ზამბიური კოსმოსური პროგრამის ხელმძღვანელი – ედვარდ ფესტუს მაკუკა ნკოლოსო